x
მეტი
  • 30.03.2017
  • სტატია:65150
  • ვიდეო:317398
  • სურათი:415986
კინოს გადაღებისას დაშვებული "უპატიებელი" შეცდომები

ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა.


კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.


კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.


კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.


თუმცაღა, კინოს გადასაღები ტექნიკის განვითარებისა და კინემატოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა რეჟისორული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. (რეჟისორი- ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწერს ფილმის დრამატულ, რითმულსა და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას).


წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, თუმცა აქაც აქვს შეცდომებს ადგილი და ძირითადად ისინი რეჟისორთა და ოპერატორთა უყურადღებობის გამო მოხდა. ერთი სიტყვით კი მინდა წარმოგიდგინოთ ცნობილი და რეიტინგული ფილმების უპატიებელი შეცდომები:



1. ცნობილი სპორტული ფირმის- "ადიდასის" ბრენდული ქუდი გასულ საუკუნეებში, რომელიც კარიბის ზღვის მეკობრეს ჯეკ ბეღურას ახურავს (როლში-ჯონი დეპი)

image



2. ფილმი ტიტანიკის გადაღებისას კი გემის ორი, სხვადასხვა მაკეტია გამოყენებული, რაც ფილმში აშკარად ჩანს.

imageimage


3. აქ კი ფრთხილად, ბალიში იბადება.

image



4. ფილმ ბინდში ფანჯარა ქრება ისევე სწრაფად, როგორც სწრაფადაც ვამპირები გადაადგილდებიან.

image




5. ისევ ფილმი "ბინდი", ავტომობილის მინაში კი ოპერატორი ჩანს.

image




6. ასევე ფილმ "ტიტანიკის" დროს მინაზე კადრში ირეკლება ოპერატორი.

image




7. როგორც ხედავთ კადრიდან, პირველი კონდიციონერი უძველეს ჩინეთში გაჩნდა.

image




8. რეაქტიული თვითმფრინავი უძველეს გერმანიში.

image




9. ძველ ჩინეთში "როლექსის" ბრენდული საათი.

image




10. კარიბის ზღვაში მეკობრეების გემზე თანამედროვედ ჩაცმული მეკობრე.

image




11. აქ კი, სულეიმანის ეპოქაში თანამედროვე ავტომობილს ვაწყდებით.

image




12. და რა თქმა უნდა ინტერნეტის ანძა.

image

4
4132
17-ს მოსწონს
120
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
2015, 27 დეკემბერი, 9:44
მადლობა ყველას.
2015, 26 დეკემბერი, 17:40
მეკობრე რის მეკობრეა "ადიდასის" ქუდს თუ არ დაითრევს :) ძალიან საინტერესო სტატიაა!
2015, 26 დეკემბერი, 17:06
:D კარგი იყო
2015, 26 დეკემბერი, 13:50
:))
0 1 4