x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ხუთიოდე დღეა ქ. თბილისში, გამთენიისას, დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო არ წყდება მითქმა-მოთქმა. ორსართულიანი საერთო საცხოვრებლის სადარბაზოს წინ მამა-შვილის ცხედარი იპოვეს- 27 წლის, 1988 წელს დაბადებული ომარ ქაფიაშვილისა და 5 წლის ვაჟის-თორნიკესი. სისხლის სამართლის საქმე განზრახმკვლელობის მუხლით მაშინვე აღიძრა და ამ დრომდე დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაღუპულთა მეუღლე და დედა, 1990 წელს დაბადებული მაგდა პაპიძე.


როგორც ცნობილია 20 დეკემბრის დღის მანძილზე მაგდა შვილთან ერთად იმყოფებოდა დასთან სტუმრად და მისი სახლი ჩვეული რიტმით, ყოველგვარი ეჭვების გარეშე დაუტოვებია, არც საღამოს გაუგიათ მეზობლებს მისი ბინიდან ხმაური და ყვირილი და მათივე განცხადებით, წყვილი რამოდენიმე წელი საერთოსაცხოვრებლის ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა და კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან, გარდაცვლილ ომარ ქაფიაშვილს კი წყნარ და მშრომელ ბიჭად ახასიათებენ. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, გამთენიისას მეზობლებს, ასეთი შოკისმომგვრელი სურათი დახვდათ წინ.



გამოძიება მიმდინარეობდა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე - საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე.


მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას მან გაითვალისწინა ბრალდების მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დასაბუთებულ ვარაუდს იძლევა, რომ ბრალდებულის მიერ შესაძლოა ჩადენილ იქნეს დანაშაული. მოსამართლემ, ბატონმა არსენ კალატოზიშვილმა გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო. შემდეგი სასამართლო სხდომა 2016 წლის 10 თებერვალს, 12.00 საათზე ჩატარდება.



მაგდა პაპიძის ადვოკატი, ქალბატონი ხათუნა ჩხაიძე კი აცხადებს, რომ მოითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას. მისივე ინფორმაციით, მაგდა პაპიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ მეუღლე და შვილი მას არ მოუკლავს. აღნიშნულ განჩინებას კი გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვს, რომ გააუქმონ პატიმრობა.


ამჟამად ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე იმყოფება პატიმრობაში და მორიგი სასამართლო, როგორც უკვე ავღნიშნე, იგეგმება 10 თებერვალს, ახალი დეტალებიც მხოლოდ ამ დროს იქნება ცნობილი. რაც შეეხება ომარ ქაფიაშვილისა და პატარა თორნიკეს ცხედრებს, მათ ექსპერტიზა ჩაუტარდა და პროზექტურიდან სახლში იქნენ გადასვენებულნი.

imageimageimageimageimage

0
365
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0