x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქრებიან და ჩნდებიან. გაქრობა-გამოჩენის ეფექტი ანიმაციაში. + საახალწლო და საშობაო ანიმაციები
image

ანიმაციაში გაქრობა-გამოჩენის ეფექტის შესაქმნელად, საჭიროა 2 ფენა Layers პალიტრაში: ფონის ფენა და გასაქრობი ფენა.

ფონის ფენა                                       გასაქრობი ფენა1) უნდა მოვახდინოთ გასაქრობი ფენის კოპირება 4-ჯერ
2) შევუცვალოთ სახელები ფენებს. I ფენას დავარქვათ – 100%, ხოლო დანარჩენებს, 20%-ს კლბადობით: 80%, 60%, 40% და 20%.
3) თითოეულ ფენაზე უნდა დავაყენოთ გამჭვირვალობა ფენის სახელის შესაბამისად.

image4) გავხსნათ Animation პალიტრა (პალიტრის გახსნის წინ, Layers პალიტრა ისე უნდა გამოიყურებოდეს როგორც ზემოთ სურათზე არის ნაჩვენები). პალიტრაში მხოლოდ ერთი კადრი დაფიქსირდება > გავხსნათ პალიტრის მენიუ, პალიტრის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაჭერით და ავირჩიოთ Make Frames From Layers პუნქტი > Layers პალიტრის ფენებიდან კადრები შეიქმნება და ანიმაციის პალიტრაში მივიღებთ 6 კადრს > მოვინიშნოთ პირველი კადრი და Layers პალიტრიდან დავაფიქსიროთ ფონი და 100% ფენა, მეორე კადრზე – ფონი და 80% და ა. შ. მეხუთე კადრის ჩათვლით, მეექვსე კადრზე უნდა დავაფიქსიროთ მხოლოდ ფონის ფენა.
5) დავაფიქსიროთ კადრების შეჩერების დრო.

image6) ანიმაცია შევინახოთ GIF ფორმატში ბრძანებით: მენიუ File > Save for Web & Devices.

image

P.S. იმისათვის რომ გამქრალი ობიექტები უცბად არ გამოჩნდეს გამოსახულებაზე, საჭიროა შენახვამდე, ანიმაციაში რამდენიმე კადრის დამატება:
1) უნდა მოვინიშნოთ, კლავიატურის Shift ღილაკით, პირველიდან მეხუთე კადრის ჩათვლით.
2) მოვახდინოთ მონიშნული კადრების კოპირება (გადავათრიოთ ახალი კადრის შექმნის ღილაკზე).
3) კოპირების შემდეგ, მონიშვნა მოეხსნება პალიტრის პირველ 5 კადრს და მოინიშნება კოპირების შედეგად მიღებული კადრები. არ უნდა გავაუქმოთ მონიშვნა და გავხსნათ პალიტრის მენიუ > ავირჩიოთ Reverse Frames პუნქტი. მონიშნული კადრების რიგითობის თანამიმდევრობა შებრუნდება.
4) პალიტრის ბოლო კადრი გადმოვიტანოთ და ჩავსვათ მეხუთე კადრის შემდეგ (ფონის კადრი ისევ იმ ადგილს დაიკავებს, რომელზეც კადრების კოპირების წინ იყო).
5) შევინახოთ ანიმაცია.
imageimage

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


imageimage
image

imageimageimageimage


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
image














0
255
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0