x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომელმა ქართველმა მოცეკვავემ დაამარცხა სალომე ჭაჭუა "საქართველოს თას 2015"-ზე?!
image
სამეჯლისო ცეკვებში "საქართველოს თასი 2015"-ის ფინალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა წამყვანმა ქართველმა მოცეკვავეებმა მიიღეს. საუკეთესო სამეულში ქართული საზოგადოებისათვის კარგად ცნობადი სახეები მოხდნენ.

მესამე ადგილი ჯულიანა ბარგნარმა და ოთო ფოლადაშვილმა დაიკავეს.

მეორე ადგილი სალომე ჭაჭუასა და მაქსიმ რიჟიკოვის წყვილს ხვდა წილად.

პირველი ადგილის მფლობელი კი მზია ორველაშვილი და მისი მეწყვილე, ედგარას ბრაზი გახდნენ.


"ჩემს მეწყვილესთან ერთად სულ საზღვარგარეთ გამოვდიოდი. ავიღეთ პირველი ადგილი, რასაც არ ველოდით. საქართველოს ჰყავდა თავისი პირველი წყვილი, სალომე ჭაჭუა და მაქს რიჟიკოვი. ძალიან განვიცდიდით, რომ მათ ვეჯიბრებოდით და სხვა ბევრ კარგ წყვილს, მაგალითად, ჯულიანასა და ოთოს. 5 ცეკვიდან 4 მოვიგეთ, მეხუთეში მეორე ადგილი ავიღეთ, მთლიანობაში ქულათა ძალიან დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ"-გვიამბობს მზია ორველაშვილი.

სალომე ჭაჭუა და მაქსიმ რიჟიკოვი ამა წლის გაზაფხულზე საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ხშირად აღნიშნავენ, რომ სალომეს რანგის მოცეკვავეები საქართველოს ბევრი არ ჰყავს, თუმცა მზიამ მისი დამარცხება მოახერხა.

სალომე ჭაჭუასა და მაქსიმ რიჟიკოვის მიზანია მსოფლიოს საუკეესო 50 წყვილს შორის მოხვდნენ. "თავს არ დავიზოგავ და სადამდეც ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, იქამდე არ გავჩერდები"-გვიამბობდა მოცეკვავე. სალომესა და მის მეწყვილეს სტუდიაც აქვთ გახსნილი, რომელშიც დამწყებ და მოყვარულ მოცეკვავეებს ამზადებდა.

მზიასა და მის მეწყვილეს ვულოცავთ გამარჯვებას და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ.
imageimage


0
1459
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1459
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0