x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მაგდა პაპიძის დამ დის ოჯახის ცხოვრების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა

2015 წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე საზარელი შემთხვევა მოხდა. ორსართულიანი საცხოვრებლის სადარბაზოს წინ მამა-შვილის ცხედარი იპოვეს- 27 წლის, 1988 წელს დაბადებული ომარ ქაფიაშვილისა და 5 წლის ვაჟის-თორნიკესი. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია განზრახმკვლელობის მუხლით და გამოძიება მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე მიმდინარეობს. დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაღუპულთა მეუღლე და დედა, 1990 წელს დაბადებული მაგდა პაპიძე. როგორც ცნობილია 20 დეკემბრის დღის მანძილზე მაგდა შვილთან ერთად იმყოფებოდა დასთან სტუმრად და მისი სახლი ჩვეული რიტმით, ყოველგვარი ეჭვების გარეშე დაუტოვებია, არც საღამოს გაუგიათ მეზობლებს მისი ბინიდან ხმაური და ყვირილი და მათივე განცხადებით, წყვილი რამოდენიმე წელი საერთოსაცხოვრებლის ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა და კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან, გარდაცვლილ ომარ ქაფიაშვილს კი წყნარ და მშრომელ ბიჭად ახასიათებენ. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, გამთენიისას მეზობლებს, ასეთი შოკისმომგვრელი სურათი დახვდათ წინ. დაზარალებული და ეჭვმიტანილი მაგდა პაპიძე მალევე აიყვანეს. დაკითხვისა და გამოძიების ფონზე აკონილი ინფორმაციის თანახმად პირველ ეტაპზე მან აღიარა დანაშაული, რომ ურთიერთშელაპარაკების ფონზე ბლაგვი საგნის რამოდენიმეჯერ თავში ჩარტყმით ადგილზე მოკლა მეუღლე, ხოლო მამის სიკვდილს შესწრებული 5 წლის თორნიკე შოკირებულ მდგომარეობაში ასთმური შეტევით გაგუდულა, სხვა წყაროებზე დაყრდნობით კი შვილიც დედამ გაგუდა, ხოლო კვალის დაფარვის გამო მან ცხედრები დერეფანში "გაათრია" და სადარბაზოსთან დატოვა თავდასხმის ინსცენირების მიზნით. დღევანდელ დაკითხვაზე მაგდამ უარყო დანაშაული, რომ მას არ მოუკლავს ქმარ-შვილი და გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. გამოძიებამ, საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ურნიდან ამოიღო სისხლიანი ტანსაცმელი და ბლაგვი საგანი, რომლითაც მიეყენა სასიკვდილო ჭრილობები თავის არეში ომარ ქაფიაშვილს.
ეჭვმიტანილ მაგდა პაპიძის და - ლანა პაპიძე ამ დროის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოვლენებში. მან ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: “დეიდასი ხარ თოკო შენ და სულ დეიდასი იქნები შენ მოგიკვდეს დეიდა თოკო ჩემი ხელებით ნაფერები და გაზრდილი თოკო, უფალო შენ მომეცი ძალა ამხელა ტკივილი ავიტანო, დეიდა ვერ გადავიტან უშენობას როგორ გავძლო თოკო უშენოდ. მე მხოლოდ შენ გისმენ უფალო სხვას არავის, მომეცი უფალო ძალა ავიტანო ეს ტკივილი.შენ გაბარებ დედას მიცოცხლე დედა უფალო, მიეცი ძალა ეს ტანჯვა აიტანოს.მე მხოლოდ შენ გენდობი და შენ ხმას ვუსმენ უფალო, მხოლოდ შენ უწყი უფალო იმ ღამეს რა ხდებოდა შენზე ვარ მონდობილი ღმერთო" - წერს ლანა პაპიძე.
ცოტა ხნის წინ კი მაგდა პაპიძის დამ დის ოჯახის ცხოვრების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.
imageimageimageimageimageimageimageimageimage

0
2811
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
2811
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0