x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
„არსებობს ერთი ადამიანი, რომელმაც საქართველო გადაარჩინა“ - ვის გულისხმობს ლალი მოროშკინა


imageროგორც ცნობილია, ქართულ სატელევიზიო სივრცეში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა: ტელეკომპანია „იმედის“ პროექტ „ვოისის“ კონკურსანტი პატიმარი თეონა ყოლბაია სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირდაპირ ეთერში, პატიმრობიდან გაათავისუფლა. თეონა ყოლბაია 2012 წლელ დააკავეს, როცა თეიმურაზ ბააცაშვილთან ერთად, სათამაშო იარაღით შეიარაღებული აყაჩაღებდა კერძო ტაქსის მფლობელებს.


ჟურნალისტი და ორგანიზაცია „ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ლალი მოროშკინა ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მიიჩნევს, რომ გუშინდელმა ღამემ ყველა ადამიანი გააკეთილშობილა:


„აი ყველაფერს ვიფიქრებდი ჩემს მრავალტანჯულ ცხოვრებაში,
მაგრამ იმას რომ ვიქნებოდო სასჯელაღსრულების და
შსს მინისტრების(კახაგოგა) ოფიციალური ფანი ვერასოდეს!!!
ყველაფერს ვიფიქრებდი იმის გარდა,
რომ ყოფილი ფეხბურთელი ნელ-ნელა ბრძენ და მჭერმეტყველ პოლიტიკოსად გადაიქცეოდა!
ყველაფერს ვიფიქრებდი იმის გარდა,
რომ ახალგაზრდა პრემიერის და მისი ოჯახის დაცვას უაზრო თავდასხმებისგან
საკუთარი ღირსების საქმედ ჩავთვლიდი!
ყველაფერს ვიფიქრებდი იმის გარდა,
რომ საქართველოში პატიმრები სცენაზე იდგებოდნენ და მითუმეტეს ამ სცენიდან განთავისუფლდებოდნენ!
ყველაფერს ვიფიქრებდი იმის გარდა, რომ ....
....და კიდევ,
არსებობს ერთი ადამიანი, რომელმაც საქართველო გადაარჩინა და რომ მითხრას:
-მორო, შენი ადგილი სოფელშია, წადი კომბოსტოს მიხედეო-წავალ!
ასე რომ
არასოდეს თქვა არასოდეს...
გუშინდელმა ღამემ გაგვაკეთილშობილა...
– წერს ლალი მოროშკინა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.



0
1192
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0