x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პუტინი: ავაკოვის და სააკაშვილის ჩხუბი ტრაგიკომედია არის

პუტინი: ავაკოვის და სააკაშვილის ჩხუბი ტრაგიკომედია არის


Lenta.ru-ს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვ. პუტინმა ტრაგიკომედია უწოდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირების ინციდენტს, რომელიც რეფორმების საბჭოს სხდომაზე მოხდა, კიევში.
ამ თემასთან დაკავშირებით, პუტინმა თავისი მოსაზრება გამოთქვა ვ. სოლოვიოვისთვის, დოკუმენტური ფილმისთვის “მსოფლო წესრიგი", მიცემულ ინტერვიუში. რომლის ფრაგმენტი, დოკუმენტური ფილმის ავტორმა, თავისი Instagram ( https://www.instagram.com/p/_euBLBNc1u/) გვერდზე გამოაქვეყნა.
"ის, რომ ისინი რუსულად ჩხუბობენ — კარგია. კარგია, რომ ქართულ ან ოსურ ენებზე არ ჩხუბობენ. მაგრამ ეს ხომ სასაცილოა, ტრაგიკომედია არის პირდაპირ. დამეთანხმეთ, რომ ყველაფერი კარგად არ არის, როდესაც კავკასიელები უფრო მეტად იცავენ უკრაინელების ინტერესებს, ვიდრე თავად უკრაინელები". — თქვა პუტინმა.
18 დეკემბერს ა. ავაკოვმა მ. საალშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სასამართლოში პატივისა და ღირსების შელახვის გამო.
უკრაინის პრეზიდენტმა პ. პოროშენკომ, ინციდენტის კომენტირების დროს, ოდესის გუბერნატორის მხარე დაიჭირა. მან აღნიშნა, რომ “უხეში გინება და შეურაცხყოფა" დაუშვებელი არის და ასევე მიუღებელია გამოთქმა "წაეთრიე უკრაინიდან".

1
518
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
518
  
2019, 6 იანვარი, 3:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1