x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სილამაზე სურვილით

სილამაზე სურვილით


ერთი ახალგაზრდა კაცი ვერაფრით ირჩევდა ცხოვრების მეგზურს: ხან გოგონას სახე არ ეჩვენებოდა საკმარისად სიმპატიურად, ზოგს ტანი არ ჰქონდა საკმარისად მოხდენილი და მიმზიდველი, ზოგი მეტისმეტად გამხდარი იყო, ზოგიც მსუქანი… მაგრამ ერთხელ გაუმართლა — ის ჯადოქარს შეხვდა, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას შეჰპირდა.
— აი, ეს ასანთი აიღე, — თქვა ჯადოქარმა, და ასანთის ღერი გაუქოდა ახალგაზრდას. — როდესაც მზად იქნები, გატეხე ის შენი რჩეულის წინ, და დროთა განმავლობაში, თანდათანობით, ის ისეთი გახდება, როგორსაც შენ ისურვებ.
და აი, მეგობრებმა და მშობლებმა შეატყეს ახალგაზრდას, რომ მან გოგონასთან დაიწყო შეხვედრა. ხოლო მისი რჩეული, ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ლამაზდებოდა. მალე ისინი დაქორწინდნენ კიდეც.
მაგრამ ერთი წლის შემდეგ, ყველამ შენიშნა, რომ გოგონა ისეთი ლამაზი აღარ იყო, როგორც ადრე. მის სახეს თითქოს რაღაც დაემართა, და სხეულმაც დაკარგა მიმზიდველობა. ამ ცვლილებით, ყველაზე მეტად, ახალგაზრდა კაცი იყო შეწუხებული.
მან იპოვა ის ჯადოქარი, რომელმაც ასანთი მისცა და უსაყვედურა:
— შენ მე მომატყუე! ჯადოსნობა აღარ მუშაობს! რატომ?!
— მას არ შეუწყვეტია მუშაობა, — უპასუხა ჯადოქარმა. — შენი მეუღლის გარეგნობა, ზუსტად შეესაბამება შენს სურვილებს. უბრალოდ, შენ მასში ნაკლის ძებნა დაიწყე.

0
184
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0