x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ტორტი ,,სამეფო ნაპოლეონი"

ტორტი “სამეფო  ნაპოლეონი"

ინგრედიენტები:


ცომისთვის:


კვერცხის გული – 8 ცალი
შაქარი – 1 ჭიქა
არაჟანი – 1 ჭიქა
სოდა – 1/2 ჩ. კ.
მარგარინი (ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული) – 250 გრ.

ფქვილი – რასაც შეიზელს (5 ჭიქა)

ციტრუსის გულსართისთვის:



ფორთოხალი – 2 ცალი
ლიმონი – 1 ცალი
შაქარი – გემოვნებით
ფორთოხლის ლიქიორი – 1 ს. კ.

კრემისთვის:


კარაქი (ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული) – 200 გრ.

შესქელებული რძე – 300 г

ვანილინი – დანის წვერზე


კარამელის ფენისთვის:


მოხარშული შესქელებული რძე -1 ქილა


შოკოლადის მინანქრისთვის:


ნაღები (33-35%) - 110 მლ.
შაქრის პუდრი - 2 ს. კ.
შავი შოკოლადი (70% კაკაო) - 100 გრ.
კარაქი - 35 გრ.

მომზადება:


1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე > დაამატეთ მარგარინი და კარგად ათქვიფეთ > არაჟანს შეურიეთ სოდა და ძირითად მასას დაამატეთ > გაცერით ფქვილი და დაუმატეთ მასას თანდათანობით. უნდა მიიღოთ რბილი, გასაბრტყელებელი ცომი > ცომი გაყავით ოთხ ნაწილად.

2. საცხობი ქაღალდიდან გამოჭერით საცხობი ფირფიტის ზომის 4 ფურცელი > წაუსვით ცხიმი, მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი.

3. ფირფიტები გამოაცხეთ 190 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 10 წუთის მანძილზე, ვიდრე ფირფიტის გვერდები ვარდისფერი არ გახდება.
4. ციტრუსის გულსართისთვის, გაფცქვენით ფორთოხალი და ლიმონი > მოაცილეთ კურკები > დააყარეთ შაქარი > გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში > შეურიეთ ლიქიორი
5. კრემის მოსამზადებლად, კარაქი ათქვიფეთ გათეთრებამდე > თანდათანობით, დაამატეთ შესქელებული რძე, 0, 5 ს. კ. ოდენობით, ისე რომ თქვეფა არ შეწყვიტოთ > დაამატეთ ვანილინი.
6. მინანქრისთვის: შოკოლადის ფილა დაამტვრიეთ და მოათავსეთ პატარა თასში > პატარა ქვაბში ჩაასხით ნაღები, დაამატეთ შაქრის პუდრი, მოურიეთ და ცეცხლზე დადგით > მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე, მაგრამ არ აადუღოთ > ცეცხლიდან გადმოდგით და დაასხით შოკოლადს > გააჩერეთ ამ მდგომარეობაში 2-3 წუთი და შემდეგ ათქვიფეთ ხელის სათქვეფით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

7. ვიდრე მინანქარი შეგრილდება, ააწყეთ ტორტი: პირველ ფენაზე თანაბრად გაანაწილეთ მოხარშული შესქელებული რძე > ზემოდან დაადეთ მეორე ფენა და მასზე თანაბრად გაანაწილეთ ციტრუსის გულსართი > ზემოდან მოათავსეთ მესამე ფენა და ზემოდან გაანაწილეთ კრემი > დააფარეთ მეოთხე ფენა და გადაუსვით მინანქარი.

ტორტი შედგით მაცივარში 12 საათით, რომ ფენები კარგად გაიჟღინთოს გულსართით.

0
1202
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0