x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ბრიტანელმა სნაიპერმა სამი ტყვიით "ისლამური სახელმწიფოს" 5 ტერორისტი მოკლა
image

ბრიტანულმა სამხედრო დაზვერვამ მიიღო ცნობები იმ ფაბრიკის ადგილმდებაროების შესახებ სადაც მზადდებოდა ასაფეთქებელები თვითმკვლელი ტერორისტებისთვის.იგი მდებარეობდა მოსულის მახლობლად, რომელსაც "ისის" ბოევიკები აკონტროლებენ.


თავიდან იქნა გადაწყვეტილება მიღებული ფაბრიკა ჰაერიდან დაებომბათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მიზანი მჭიდროდ დასახლებულ უბანში იყო განთავსებული.ამიტომ საქმეში სნაიპერები ჩაერთვნენ.


ბრიტანეთის განსაკუთრებული საჰაერო სამსახურის(Special Air Service, SAS)სნაიპერები ფაბრიკიდან 800 მეტრის დაშორებით ჩასაფრდნენ.დაზვერვის დროს სნაიპერებმა შეამჩნიეს, რომ სიცხის მიუხედავად მამაკაცები ფაბრიკიდან პალტოთი შეფუთულები გამოდიოდნენ.გადაცმულ პალტოს მხოლოდ ერთი დანიშნულება თუ ექნებოდა.ტერორისტები პალტოს შიგნიდან თვითმკვლელის სარტყელს მალავდნენ.



ერთ-ერთმა სნაიპერმა მკერდში დაუმიზნა ბოევიკს, შედეგად ამოქმედდა შიგნით დამალული თვითმკვლელის სარტყელი და აფეთქდა.წამის შემდეგ სნაიპერმა მეორე ტერორისტს შუბლში დაუმიზნა .მესამე ტერორისტს გაქცევა უნდოდა, მაგრამ სნაიპერმა მას პირდაპირ თვითმკვლელის სარტყელში დაუმიზნა.


შედეგად სამი გასროლით 5 ჯიჰადისტი ადგილზე მოკვდა, ხოლო რამდენი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს სნიპერებმა ეგ ცალკე საკითხია.

image

როგორც მოგვიანებით გაირკვა ჯიჰადისტები მეზობელ ქალაქში აპირებდნენ ტერორისტული აქტის განხორციელებას.


0
1484
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0