x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134499
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508559
გამოვლინდა "მის სამყარო-2015"-ის გამარჯვებული
image


ლას-ვეგასში, "Planet Hollywood Resort and Casino"-ში დასრულდა რიგით 64-ე სილამაზის კონკურსი "მის სამყარო-2015"(Miss Universe 2015).გამარჯვებული გახდა 26 წლის ფილიპინელი გოგონა პია ვურტცბახი(Pia Wurtzbach).




თუმცა კონკურსი სკანდალს ვერ აცდა.კონფერენსიემ გამარჯვებულად შეცდომით კოლუმბიელი გოგონა, 21 წლის არიადნა გუტიერესი(Ariadna Gutiérrez) გამოაცხადა, შემდეგ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ კონვერტი შეეშალა.(ვიდეო)



ამის შემდგომ შარშანდელმა გამარჯვებულმა, პაულინა ვეგამ, რომელიც გუტიერესის თანამემამულეა, მოიხსნა გვირგვინი და ვურტცბახს დააფარა.


წლევანდელი გამარჯვებული გერმანულ-ფილიპინური წარმოშობისაა, დადის ხმები, რომ ამჟამად მოდელს რომანტიული ურთიერთობა აქვს ფილიპინების პრეზიდენტთან ბენინგო აკინი III-სთან.



მეორე ადგილოსანი როგორც ზემოთ ავღნიშნეთ კოლუმბიელი არიადნა გუტიერესი გახდა.

image




მესამე საპატიო ადგილი აშშ-ს წარმომადგენელმა, 27 წლის ოლივია ჯორდანმა(Olivia Jordan) დაიკავა.ამათ გარდა, პირველ ხუთეულში ავსტრალიის და საფრანგეთის წარმომადგენლები მოხვდნენ.

image


სამწუხაროდ ჩვენი თანამემამულე ჟანეტ ქერდიყოშვილი ნახევარფინალში ვერ მოხვდა.(ტოპ-15) და ვერც საუკეთესო ნაციონალური კოსტუმების ტოპ-5-ში.




ნაციონალური კოსტუმებში გამარჯვებული ტაილანდელი ანიპორნ ჩალერმბურანავონგი(Aniporn Chalermburanawong) გახდა.(ფოტოზე ქვემოთ)


image

2
1675
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1675
  
2015, 24 დეკემბერი, 10:43
რა თქმა უნდა ამერიკაში ჩატარდა და როგორ არ გამოუძებნიდნენ ამერიკას ადგილს. ყველას ჩვენი წარმომადენელი ჟანეტი ჯობია !!!!
2015, 21 დეკემბერი, 21:20
ლამაზა ძალიან
0 1 2