x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ერაყში გაიმართა სილამაზის კონკურსი 43 წლიანი პაუზის შემდეგ ავტომატ "კალაშნიკოვების" თანხლებით
imageდეფილე საცურაო კოსტუმებში არ გამართულა, თუმცა კონკურსი სხვა ყველა საერთაშორისო სტანდარტს მიესადაგებოდა.



პირველად 1972 წლის შემდეგ ერაყში გაიმართა სილამაზის კონკურსი და აირჩია "მის ერაყი", რომლის გამარჯვებულიც 20 წლის შაიმა აბდელრახმანი (Shaymaa Abdelrahman) გახდა, რომელიც მრავალეთნიკური ქალაქ კირკურიდან არის.

"ძალიან მოხარული ვარ, ვხედავ, როგორც მიდის ერაყი წინ", - განუცხადა "ფრანც პრესის"სააგენტოს გამარჯვებულმა.

image

კონკურსის სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, მიუხედავად იმისა, რომ საცურაო კოსტუმების დეფილე არ გამართულა.



კონკურსანტებმა ასევე ჟიურის წარუდგინეს საკუთარი საქველმოქმედო პროექტები. მომავალში ერაყი "მის სამყაროში" მონაწილეობას აპირებს.


გამარჯვებულმა განაცხადა, რომ თავის ცნობადობას მოახმარს საგანმანათლებლო ინიციატივებს, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილში, რომლებიც კონფლიქტის შედეგად დაზარალდნენ.



თავიდან კონკურსის გამართვა 1 ოქტომბერს ბასრაში იყო დაგეგმილი, თუმცა სუნიტური გაერთიანებისგან მუქარის გამო ორგანიზატორებისა და კონკურის მონაწილეების მიმართ, კონკურსი 2 თვით გადაიდო.


ფინალურ შოუში განსაკუთრებულად იყო დაცული უსაფრთხოების ზომები.დარბაზს და მის პერიმეტრებს ავტომატ "კალაშნიკოვით" შეიარაღებული სამხედროები იცავდნენ.


imageimage

წინა "მის ერაყი" ამ ქვეყანაში 1972 წელს გაიმართა.მაშინ გამარჯვებული გახდა ვიჯან ბურხან ალ-დინ სულეიმანი, მანვე მონაწილეობა მიიღო კონკურსში " მის სამყარო", თუმცა მალევე მუსულმანურმა გაერთიანებებმა დაგმეს გოგონა, ხოლო სილამაზის კონკურსს "სატანური ქმედება" უწოდეს.


imageფოტოზე:"მის ერაყი"-1972

0
407
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0