x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
უცხოელი, რომელმაც შეარცხვინა ბევრი ქართველი
ის, რომ საქართველო მრავალსაუკუნოვან იტორიას ატარებს და ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც ულამაზესი კულტურული ტრადიციები გააჩნია, ეხლანდელ თაობამ ნაკლებად, მაგრამ შუა ხნის ხალხმა ეს ძალიან კარგად იცით. ე.წ. "კულტურის", ტექნოლოგიების განვითარებასა და სხვა ინოვაციებთან ერთად, საგრძნობლად გამარტივდა ყოფა და პირობები, თუმცა დავიწყებას მიეცა ჩვენი ქართული და წარსული ისტორია თავისი კულტურული ღირებულებებით. ამ სამწუხარო ფაქტის გამო საგრძნობლად იმატა "ქართველმა მარგალიტებმა" და ძნელი წარმოსადგენია უახლოეს მომავალში რა პიკს მიაღწევს.


ჩვენდა სამარცხვინოდ, არა ხშირია, თუმცა მოიპოვებიან ის უცხოელი პირები, რომელთაც ბევრ ქართველზე უკეთ იციან საქართველოს ისტორია და კულტურა. ვინმე გვანცა არჩვაძემ, რომელიც უცხოეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტია, აღფრთოვანებულმა დადო პოსტი საკუთარი ფბ-ის გვერდზე, თუ როგორ გადაეყარა ამერიკაში, კერძოდ ქალაქ ნიუ-იორკის მეტროში უცხოელს, რომელმაც ბევრ ჩვენგანზე უკეთ იცის ჩვენი საუკუნოვანი ისტორია და კულტურა. ემოციურ პოსტს კი უცვლელად შემოგთავაზებთ:



"ნიუ ორკის მეტრო თავგადასავლებითაა სავსე. დღეს შემთხვევით მამაკაცს მივუჯექი გვერდზე, რომელსაც მუზეუმის მიმართულება შევეკითხე. მოკლე საუბრის შემდეგ ჩემს ტელეფონში ტექსტებს მიაქცია ყურქდღება და აჟიტირებულმა მკითხა: ქარათველი ხარ?

გაკვირვებულმა შევხედე, არც ქართველს გავდა აშკარად და არც რომელიმე საბჭოთა ქვეყნის წარმომადგენელს. კი თქო ვუპასუხე. მუხლზე გადაშლილი წიგნი ამოატრიალა და რა დავინახე, ჩიკაგოს უნოვერსიტეტის მიერ გამოცემული საკმაოდ ძველი ქართული გრამატიკის წიგნი. წამიკითხე თქო ვთხოვე, ჩემდა გასაოცრად ფანტასტიურად წაიკითხა.
ეს ადამიანი არის "ევანს სიგელი", ლექტორი, სპარსოლოგი, რომელიც ეხლა ქართულს ეუფლება. ქართულ ისტორიას და კულტურას კარგად იცნობს, ასევე გეგმაში აქვს საქართველოს მონახულება.



ამ ამბავმა დღე გამიხალისა, სასიაოვნოა როცა შენს პატარა სამშობლოზე ამხელა ვებერთელა ქვეყანაში შეხვდები უცხოელ ადამიანს, რომელმაც ბევრ ქართველზე უკეთ იცის საქართველოს ისტორია და კულტურა"- წერს გვანცა არჩვაძე.



image


0
990
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
990
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0