x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქართველი მაყურებლის საყვარელი ინდოელი მსახიობები

ვინ არ ყოფილა კინოთეატრში ინდური კინოს საყურებლად და ვის არ უტირია “ზიტას და გიტას'' ტრაგიკულ ისტორიაზე? უკვე 2015 წელია, მაგრამ ქართულ ტელესივრცეში პოზიციებს არ თმობს ბოლივუდის საპნის ოპერები, თავისი პრიმიტიული სიუჟეტებით და რომანტიული ფაბულებით, ფერად-ფერადი ტანსაცმლით და უადგილო ცეკვა-სიმღერებით. დიახ, ათეულობით წლების შემდეგ ინდურმა სერიალებმა კვლავ მოიკრიბეს ძალა და კვლავ აატირეს ქართველი დიასახლისები.
დღევანდელ სიაში წარმოგიდგენთ 5 მსახიობ ქალს, რომელმაც მოახერხა და ქართველი მაყურებლის გული მოიგო.
1) ტინა დუტა (იჩა)
ტინა დუტა ბენგალის კინოსა და თეატრის მსახიობია. ის 1986 წლის 27 ნოემბერს დაიბადა კალკუტაში. გადაღებულია ბევრ ბენგალურ ფილმსა და სატელევიზიო შოუში. ქართველი მაყურებელი მას ძირითაფდად იცნობს სატელევიზიო სერიალიდან „ორი ბედი“, იჩას როლით.image

2) სანაია ირანი (კუში)
მოდელი და მსახიობი სანაია
ირანი მუმბაიში დაიბადა. განათლება უტში მიიღო. ამჟამად ის ერთ-ერთი
ყველაზე პოპულარული სატელევიზიო მსახიობია. მისი ცნობადობა დღითიდღე
იზრდება. ქართველმა მაყურებელმა ის გაიცნო და შეიყვარა სერიალიდან
“მოჯადოებულები'', კუშის როლით.image3) ჯენიფერ ვინჯეტი (კუმუდი)
ინდოელი მსახიობი ჯენიფერ უნიჯეტი დაიბადა 1985 წელს. მას უამრავი ჯილდო აქვს მოგებული. ჩვენი ქვეყნის მაყურებელი კი ამ მსახიობს სერიალ “ბედისწერაში'' შეხვდა.image4) დეპიკა სინგჰი (სანდია)
ცნობილი ინდოელი სატელევიზიო მსახიობი და მომღერალი. დაიბადა დელიში. ქართველმა მაყურებელმა ის სერიალ “დინასტიიდან'' გაიცნო.image5) რაშმი დესაი (ტაპასია)
ინდოელი მოდელი. მსახიობი და მომღერალი. მაყურებელმა ინდოეთშიც და საქართველოშიც სახელი გაითქვა სერიალით “ორი ბედი'', ტაპასიას როლის შესრულებით.image

6
1468
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1468
  
2015, 19 დეკემბერი, 22:50
ჩემთანაც უყურებენ და ხმები მესმის ხოლმე მაგ საშინელი მელოდიების:D
2015, 19 დეკემბერი, 22:47
დედაჩემი უყურებს და სულ ზეპირად ვიცი. ყველა სერიალი
2015, 19 დეკემბერი, 22:28
აუ ვკვდები ინდური სერიალები რო იწყება :D რა საშინელი მელოდიები აქვთ :D
2015, 19 დეკემბერი, 21:07
ბევრჯერ გადაიხადე უკვე საყვარელო, არ დამვიწყებია :* :* უფრო სწორედ მე მაქვს შენი ვალებიი :D :D
2015, 19 დეკემბერი, 21:05
გაიხარე მაკუუშ :* გადამეხადოს :D
2015, 19 დეკემბერი, 21:05
არავის ვიცნობ, მაგრამ შენს ნაშრომს ლაიქი და გავაზიარე კიდეც :*
0 1 6