x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
საიდან მოდის მუსიკალური ნოტების სახელწოდებები - ეს ბევრმა არ იცის!

image


"დო...რე...მი...ფა...სოლ...ლა...სი"

ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის ეს 7 ნოტი. მაგრამ იცით თუ არა საიდან მოდის და რას ნიშნავს მათი სახელწოდებები?

imageთანამედროვე სანოტო სისტემის წარმოშობა და სახელდება უკავშირდება მე-11 საუკუნეში მოღვაწე, ბენედიქტელ ბერს, გვიდო დ'არეცოს (Guido d'Arezzo, 9990-1050). არეცო იყო პატარა ქალაქი ტოსკანაში, ფლორენციასთან ახლოს. იქ მდებარე მონასტერში გვიდო მგალობლებს საეკლესიო მუსიკას ასწავლიდა. მანვე დაიწყო ბგერების ნოტებით (ლათ. nota - ნი) აღნიშვნა. იგი იყენებდა ოთხ ხაზიან სანოტო სისტემას, რომელზეც კვადრატული ფორმის ნოტები იყო განთავსებული. დღეს, როგორც ცნობილია, სანოტო სისტემა ხუთი ხაზისგან შემდგება, ნოტებს კი მრგვალი ფორმა აქვს.


ოქტავის შვიდივე ნოტს გვიდომ სახელები მიანიჭა. ნოტების სახელწოდებებად მან აიღო წმ. იოანე ნათლისმცემლის ლოცვის სტროფების საწყისი მარცვლები:ut, re, mi, fa, sol, la, si. აღნიშნული ჰიმნის ყოველი მომდევნო ხაზი წინაზე ერთი ტონით მაღლა იმღერება.


UT queant laxis
REsonare fibris
MIra gestorum
FAmuli tuorum
SOLve polluti
LAbii reatum
Sancte Ioannes


როგორც ხედავთ, პირველის გარდა ყველა ნოტის სახელწოდება ხმოვანზე მთავრდება და ამდენად სამღერად ადვილია. ხოლო მარცვალი ut დახურულია და მისი წამღერება რთულია. ამიტომ მე-16 საუკუნეში პირველი ნოტის სახელი შეცვალეს do-თი, რაც სავარაუდოდ სიტყვა Dominus-დან (უფალი) მოდის.

0
2681
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2681
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0