x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508555
10 ყველაზე გავლენიანი ქართველი კანონიერი ქურდი

კანონიერი ქურდი — ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ტერმინი. „კანონიერი ქურდები“ — დანაშაულებრივი გაერთიანება, რომელსაც მსოფლიო პრაქტიკაში ანალოგი არ გააჩნია. ტრადიცია ჩამოყალიბდა 1930-იან წლებში და ახასიათებს კრიმინალური კოდექსების მკაცრი პრინციპების არსებობა, ასევე ჩაკეტილობისა და კონსპირაციის გარკვეული დონე. ძირითადად, „კანონიერი ქურდი“ ითვალისწინებს, რომ ამ ტრადიციების მიმდევარი უნდა იცავდეს გარკვეულ ადათ-წესებსა და პრინციპებს.
წარმოგიდგენთ ათ ყველაზე გავლენიან ქართველი კანონიერი ქურდს.

image1) ლაშა შუშანაშვილი (რუსთავსკი)
იგივე ლაშა რუსთავსკი სლავური ქურდული დაჯგუფების ნათლიმამის, იაპონჩიკა მფარველობით სარგებლობდა. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ერთ-ერთ გავლენიან კრიმინალთან - ასლან უსოიანთან. სწორედ შუშანაშვილი მართავდა “ძედ ჰასანის'' იმპერიას. ის ასევე მთავარი ფიგურაა “ძედ ჰასანისა'' და ტარიელ ონიანის კლანებს შორის დაპირისპირებაში. ის დღემდე იძებნება წითელი ცირკულარით.image2) ტარიელ ონიანი (ტარო)
ტარიელ გურამის ძე ონიანი დაიბადა 1958 წელს ტყიბულში, მეშახტის ოჯახში, – გვამცნობენ რუსი პუბლიცისტები პოდლევსკი და ტერეშონოკი. ქუთაისური დაჯგუფების ლიდერია ცნობილი კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი (ტარო). მასზე როგორც რუსეთში, ისე საქართველოში ლეგენდები დადის. გამომდინარე აქედან, ქუთაისური დაჯგუფებაც ლეგენდის შარავანდედშია გახვეული.image3) სერგო ქუთათელაძე (ბაიკო)
სერგო ქუთათელაძე იგივე ბაიკოც ქუთაისელი კანონიერი ქურდია. იგი გარდაიცვალა 63 წლის ასაკში, როგორც გამოცემა “კრაიმ-თაიმი'' იტყობინება - ნარკოტიკების ზედმეტი დოზით. image4) ჯემალ ხაჩიძე
კანონიერი ქური ჯემალ ხაჩიძე ერთ-ერთი მაფიოზური დაჯგუფების - “სოლნცევოს დაჯგუფების'' უცვლელი კურატორი იყო. ის აქტიურაად იყო ჩართული რუდიკომისა და ძედ ჰასანის დაპირისპირებაშიც. ათი წლის შემდეგ კი ის ტარიელ ონიანის მოკავშირე გახდა. 77 წლის ასაკში იგი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.image5) შაქრო კალაშოვი (მალადოი)
ე.წ კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი, მეტსახელად "შაქრო მალადოი", რუსეთში ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლება. ის 2000 წლიდან ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც ძირითადად ფულის გათეთრებით იყო დაკავებული. რუსეთთან ერთად, კალაშოვის გადაცემას საქართველოც ითხოვდა. 2005 წლის მაისში ესპანელმა სამართალდამცველებმა ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად „რუსული მაფიის“ რამდენიმე წევრი დააკავეს. 2006 წელს საქართველოს სასამართლომ კალაშოვს დაუსწრებლად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.image6) ტარიელ ფოცხვერია (ტარასა)
1959 წელს დაბადებული ტარიელ ფოცხვერია, იგივე ტარასა არის ე.წ. კანონიერი ქურდი და აღიარებს ქურდულ სამყაროს. ს 2006 წლიდან სასჯელს ე.წ. ციხის ბუნტის მოწყობისთვის და კანონიერი ქურდობისთვის იხდიდა. 2013 წელს სამართალდამცველებმა ტარიელ ფოცხვერია თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა.image7) რამაზ ჯინჭარაძე (თბილისკი)
დაიბადა თბილისში. კანონიერ ქურდად აკურთხეს 1989 წელს. 2011 წლის 26 იანვარს, 41 წლის "კანონიერი ქურდი" რამაზ ჯინჭარაძე გაათავისუფლეს თბილისის N 7 ციხიდან. იმავე დღეს მან ქვეყანა დატოვა.image8) თამაზ ქარცივაძე (კუსა)
ქართველ ქურდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულია თამაზ ქარცივაძე. მეტსახელად "კუსა". ის 12 წლის მანძილზე ვერ იქნა დაკავებული დანაშაულისთვის, კერძოდ პოლიციელის მკვლელობისთვის. image9) გოჩა ჯინჭარაძე (ყურშა)
ქართველი "კანონიერი ქურდი" გოჩა ჯინჭარაძე, კრიმინალურ სამყაროში უკეთ ცნობილი როგორც ყურშა. ის 2013 წელს დააპატიმრეს. image10) მინდია გორაძე (ლავასოღლი)
ე.წ. კანონიერი ქურდი ლავასოღლი ბატუმსკი, იგივე მინდია გორაძე უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოში გამოაძევეს. 32 წლის გორაძეს უკრაინაში დაბრუნება 3 წლით ეკრძალება.image

7
13582
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
13582
  
2015, 24 დეკემბერი, 19:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 20 დეკემბერი, 21:44
რაა კაცო საკამათო, ფორმიანი ქურდი გაგიგია? :))
ვასია "ბრილიანტი". გოგი ჩიქოვანი, ქუჩულორია, გივი ბერანძე ესენი იყო "ქურდების" ელიტა, რა ჯაბა, რის ჯაბა.
ჯაბა კონფლიქტში იყო და თავად გაეცალა სტატუსს სანამ "ჩამოალაბირანტებდნენ". :)
2015, 20 დეკემბერი, 18:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 20 დეკემბერი, 16:47
ჯაბა არასდროს არ ყოფილა პირველი, იყო მაღალ დონეზე, მაგრამ პირვრლი არასდროს არ ყოფილა.
2015, 20 დეკემბერი, 12:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 20 დეკემბერი, 3:28
ასეთი კომპეტენტური არ ვარ მაგრამ მეორე ნაწილსაც გავაკეთებ რა პრობლემაა :D
2015, 20 დეკემბერი, 2:51
დედ ჰასანი და არა ძედ ჰასანი, თან აქ რამდენიმე არაა დიდად "წონიანი", ან ძმები ქარდავები ან მერაბ ჯანგველაძე სად არიან? :))))
0 1 7