x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრტყელი მუცლის გარანტია ახალ წლამდე. ამავდროულად მოიწესრიგებთ კუჭ-ნაწლავის მომნელებელ სისტემას
ჯანმრთელობა, ეს არის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის სტრუქტურები და მათი ფუნქციები შეესაბამება ერთმანეთს და ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემები ძალმოსულნი არიან შეინარჩუნონ ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა ანუ ჰომეოსტაზი. ამ უმთავრეს ზემო ხსენებულს კი განაპირობებს სწორი კვება. კვება ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნების, ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის. თუმცა, ხშირ შემთხვევებში, არასწორი კვების გამო სიმსუქნის პრობლემა ერთ-ერთი მაღალრეიტინგულია მსოფლიოს მასშტაბით. არასწორი კვება ასევე მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის მოშლაზე, სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, თუ სიმსუქნე ხასიათდება მუცლისა და წელის გარშემო. მაშასადამე ამ დროს კუჭის მომნელებელი სისტემაა დარღვეული და აუცილებელია მალევე მიეხედოს.


დღევანდელ სტატიაში კი მინდა წარმოგიდგინოთ 6 მეტად მარტივი ვარჯიში, რომლებიც ბრტყელი მუცლის გარანტიას იძლევა და ასევე აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მომნელებელ სისტემას. გამოყავით დღეში რამოდენიმე წუთი და ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად, ჩადექით სასურველ ფორმაში თუნდაც ახალ წლამდე.


1. მუხლები მკერდზე: დაწექით ზურგზე და მთელი სხეულით მოდუნდით. ღრმად ჩაისუნთქეთ და მუხლები მიიბჯინეთ მკერდზე, წონასწორობისთვის კი შეგიძლიათ ხელებით დაიჭიროთ. ოდნავ აიწიეთ კუდუსუნით ზემოთ, გააკონტროლეთ სუნთქვა და ამ დმგომარეობაში შეეცადეთ გაჩერდეთ მხოლოდ 1 წუთი. (დააკვირდით ფოტოს)


image




2. შემობრუნება: იატაკზე დაჯექით სწორ, მუხლებგაშლილ მდგომარეობაში. მოკეცეთ მარჯვენა ფეხი და მთელი სხეულით შეტრიალდით მარჯვენა მხარეს, პოზიციის შესანარჩუნებლად კი დაეყრდენით მარჯვენა ხელზე. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 30 წამი, შემდეგ კი ნელი ტემპით დაუბრუნდით საწყის პოზიციას და ყველაფერი იგივე გაიმეორეთ უკვე მარცხენა მხარეს. (დააკვირდით ფოტოს)

image




3. საცურაო ნახტომის პოზიცია: დადექით წელში გამართული და ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე. ხელები თავის გასწვრივ ზევით აღმართედ, მუხლები კი ოდნავ მოხარეთ, თითქოს სკამზე ჩამოჯდომას ცდილობდეთ. ამ პოზიციაში გაჩერდით 1 წუთის მანძილზე და ეცადეთ ისუნთქოდ ნელა და მშვიდათ. (დააკვირდით ფოტოს)


image



4. თავდასხმა. დადექით სწორ მდგომარეობაში. ერთი დიდი ნაბიჯი გადადგით მარჯვენა ფეხით, ხოლო მარცხენა ძველ, სწორ პოზიციაში დატოვეთ. ხელები წაიღეთ ზურგს უკან და გაჭიმეთ, ბალანსისთვის ჩაკიდეთ ერთმანეთს და ნელა გადახარეთ წელი ოდნავ უკან. გაჩერდით ამ პოზიციაში 30 წამით. შემდეგ ანალოგიურად გააკეთეთ მარცხენა ფეხით. სულ საჭიროა ორივე ფეხის 5-5-ჯერ ჩანაცვლება, რომ ვარჯიში ჩაითვალოს. ნუ აჩქარდებით და ღრმად ისუნთქეთ თუ კი საჭირო გახდება. (დააკვირდით ფოტოს)

image



5. ხიდი. დაწექით ზურგზე. ფეხები მოხარეთ მუხლებში ისე, რომ მთლიანი ტერფები ქუსლითურთ ძირს გედგათ. აწიეთ წელი ზევით, ხელები კი წაიღეთ წელს ქვემოთ ჩაკიდულ მდგომარეობაში. გაჩერდით ამ პოზიციაში 1 წუთის მანძილზე და არ დაგავიწყდეთ რაც შეიძლება ღრმად ისუნთქეთ მთელი ფილტვებით. (დააკვირდით ფოტოს)


image



6. ფეხები ზევით: დაწექით ზურგზე და ფეხები აწიეთ ზევით. ხელები იდაყვებით ზურგის გასწვრივ ძირს დადეთ და გაჭიმეთ. გაჩერდით ამ პოზიციაში 1 წუთის მანძილზე, ყურადღება მიაქციეთ ასევე სუნთქვას. (დააკვირდით ფოტოს)

image



ეს იმ ვარჯიშების ძირითადი კომპლექტია, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე სასარგებლოდ, შედეგად ქრება სიმძიმე კუჭის არეში, მუცელიც ჩნდება ტონუსში და წონაში იკლებს. ამიტომ ნუ დაზარდებით დღეში 15 წუთი დაუთმოდ საკუთარ თავს ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტიად.



P.S. მე კი როგორც ყოველთვის, გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას.

13
3870
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
3870
  
2016, 3 დეკემბერი, 23:50
:D
2016, 21 მარტი, 15:44
აუცილებლად გავითვალისწინებ უახლოეს მომავალში, გმადლობთ თვალს რომ ადევნებთ ჩემს ნაშრომებს.
2016, 21 მარტი, 15:08
shop in shop, ანუ, pop up store
ამაზე რომ გაუშვა სტატია? მსლფიოში ძალინა პოპულარული დ საქარტველოში არც გაუგიატ, არადა ჩვენს ეკონომიკას და ახაგარდა მწარმოებლებს როგორ ჭირდებატ

გელოდებიტ რომ დაწერტ
მადლობა
2016, 21 მარტი, 15:05
აქამდე მხოლოდ 2 სტატია გავაზიარე და ეს 1
კარგი სტატიაა, მადლობა
2015, 19 დეკემბერი, 21:03
გაიხარე ჩემო კარგო :* :*
2015, 19 დეკემბერი, 20:56
მიდი საყვარელო არ დანებდე :* :*
2015, 19 დეკემბერი, 20:45
სამწუხაროდ ასეა, სწორედ მაგიტომ აღარ ვაქტიურობ ბოლო დროს, როგორც უწინ. უბრალოდ ვდიასახლისობ და უაზრო სერიალების ყურება არ მიყვარს და რაღაცით თავისუფალი დრო ხომ უნდა გავიყვანო?
2015, 19 დეკემბერი, 20:35
გეთანხმები აბსოლუტურად. სულ აირია მონასტერი ამ საიტზე.
2015, 19 დეკემბერი, 20:12
სულ 3-4 ჯერ მაქვს დაწერილი "ბომონდის ჭორებზე" და კომენტარებში კარგად მლანძღავდნენ, მეტი საქმე არ გაქვთ, სულ ვიღაცის ცხოვრებაში იქექებით, კარგს ხომ არაფერს დაწერთ სასარგებლოს... დავწერ ბატონო სასარგებლოს და ზედ არავინ უყურებს. არადა ბომონდის ჭორებზე წერა უფრო მარტივია და დროც ცოტა მიაქვს, ტარგმნაზე კი დიდ დროს ვხარჯავ და ვინ გიფასებს... :(((
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10