x
image
პროფესორი
ალექსანდრე მაკედონელი
ალექსანდრე მაკედონელი-მაკედონიის მეფე(ძვ.წ.336-323).ძირითადად ცნობილია როგორც ალექსანდრე დიდი.ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე მეორის შვილი.მას მეფური შთამომავლობა ჰქონდა.დაიბადა პელაში 356 წელს ძველი წელთაღრიცხვით.16 წლამდე ალექსანდრეს აღმზრდელი და დამრიგებელი იყო ფილოსოფოსი არისტოტელე.

ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ტახტი 20 წლის ალექსანდრემ დაიკავა.ალექსანდრემ მეფობის უმეტესი ნაწილი აზიაში გაატარა და 30 წლისამ უძლიერესი იმპერია შექმნა-საბერძნეთიდან ეგვიპტემდე და ჩრდილოდასავლეთ ინდოეთამდე.

ალექსანდრემ გამეფებისთანავე დაიწყო ჯარის წვრთნა და საბერძნეთში აჯანყებები სასტიკად ჩაახშო.ათენიც უკვე მას ემორჩილებოდა.ალექსანდრემ დაიპყრო ირანი, დაამარცხა დარიუს მესამე და აქემენიანთა იმპერია დაანაწევრა.


ალექსანდრემ ინდოეთი დაიპყრო 323 წელს ძველი წელთაღრიცხვით, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახდა თავისი ჯარი უკან გაეყვანა.



ალექსანდრე გარდაიცვალა ბაბილონში ძვ.წ 323 წელს.სწორედ ბაბილონის დედაქალაქად გამოცხადება უნდოდა ალექსანდრეს.ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მისი იმპერია მისსავე გენერლებმა გადაინაწილეს.


ალექსანდრემ დაარსა 12 ქალაქი, რომლებსაც თავისი სახელი უწოდა.ამათგან ყველაზე აღსანიშნავია ალექსანდრია ეგვიპტეში.


ალექსანდრე გახდა ლეგენდალური, როგორც კლასიკური გმირი და მითიურ გმირად შეირაცხა, როგორ საბერძნეთში ისე მთელ მსოფლიოში.სამხედრო აკადემიები მთელ მსოფლიოში დღემდე ასწავლიან მის ტაქტიკურ სვლებს.ის მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე გავლენიან ადამიანად ირიცხება, ისევე როგორც მისი მასწავლებელი არისტოტელე.

image

0
618
5-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
618
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0