x
image
ვიზა კოხაძე
ქართველებს ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის: - ჩხუბი პარლამენტში მხოლოდ მანდატურების ჩარევის შემდეგ განიმუხტა ( + ვიდეო )

imageქართველებს ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის, როდესაც ხუბი პარლამენტში გიგა ბუკიასა და კობა სუბელიანის დაპირისპირება მხოლოდ მანდატურების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

პარლამენტში, პლენარულ სესიაზე საარჩევნო კოდექსის განხილვისას დეპუტატები გიგა ბუკია და კობა სუბელიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.სესიაზე კობა სუბელიანმა განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსი თავისი შინაარსით სისულელეა, რამაც გიგა ბუკიას უკმაყოფილება გამოიწვია. "ეს ყველაფერი არჩევნების მოსაგებად კეთდება და შეფუთულია სხვადასხვა გარემოებებით.ამბროლაურის და მესტიის მოსახლეობა როგორ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას საინტერესოა. ზვიად ძიძიგური ოპოზიციაში, რომ ყოფილიყო, ამას მხარს არ დაუჭერდა. ალბათ გამოხვიდოდით და იტყოდით, რომ ხალხი ერთმანთს უნდა გადაკიდოთო. ისეთ აპოკალიფსს დახატავდით ამ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. რა სისულელეა ეს ყველაფერი", - განაცხადა სუბელიანმა სიტყვით გამოსვლისას.

სუბელიანის გამოსვლა გიგა ბუკიამ გააპროტესტა, რასაც სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სიტუაცია მანდატურების ჩარევის შემდეგ განიმუხა.




0
330
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0