x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ცნობილი ქართველები წლების წინ და ახლა, გამაოგნებელი სახეცვლილება!! (ნაწილი IV)

წლების მანძილზე იცვლება მოდა, ჩაცმის სტილი და იცვლებიან ადამიანებიც. მითუმეტეს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის ჩარევით მარტივი გახდა გარეგნობაში ამა თუ იმ ცვლილების შეტანა. წარმოგიდგენთ ქართველ ვარსკვლავებს, რომლებმაც წლების მანძილზე გასაოცარი ცვლილება განიცადეს და ბევრად უფრო დახვეწილნი და მომხიბვლელნი გახდნენ.
გიორგი ბახუტაშვილი
გიორგი ბახუტაშვილი დღესდღეობით ყველაზე პოპულარული მსახიობია საქართველოში, მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ის დაიბადა 1990 წლის 18 მარტს. 2012 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი. 2012 წლიდან მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. სურათზე ჩანს, რომ წლების მანძილზე ის უფრო და უფრო დაიხვეწა.imageგვანცა დარასელია
მოდელი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ყველასათვის ცნობადი და საყვარელი სახეა. ის დაქორწინებულია ვახო მჭედლიძეზე. ვახო ყოფილი მორაგბე გახლავთ. მას ჰყავს პატარა ვაჟიშვილი - ერეკლე. დამეთანხმებით, გვანცა ადრეული ასაკიდან ავლენდა საკუთარ სილამაზეს, თუმცა წლებმა ის მაინც შეცვალა და კიდევ უფრო გაალამაზა.imageნინო კასრაძე
ნინო კასრაძე დაიბადა 1970 წლის 3 მარტს, თბილისში. 1993 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია ამავე წლიდან. ნინო კასრაძემ უფრო მეტი პოპულარობა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან'' მოიპოვა. იხილეთ ულამაზესი ნინოს ძველი ფოტო.imageმიშა მესხი
მიშა მესხი უმცროსი დაიბადა ქალაქ თბილისში 1982 წლის 11 მაისს. 1999 წელს დაამთავრა თბილისის ნომერ 165-ე საშუალო სკოლა. მოგვიანებიტ ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ფოტოზე შეამჩნევთ როგორ შეიცვალა იგი წლების მანძილზე.imageვანო ჯავახიშვილი
ვანო ჯავახიშვილი არის იუმორისტული ტოქშოუს ამერიკული გადაცემის ქართული ვერსიის წამყვანი. ამ ფორმატის შოუები ამერიკის შეერთებულ შტატებში XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან არსებობს. გადაცემა გადის „რუსთავი 2“-ის ეთერშია ყოველ პარასკევს 22:00 საათზე. ვანო ჯავახიშვილიც ძალზე შეიცვალა.imageლელა მებურიშვილი
ლელა მებურიშვილი ცნობილი ქართველი მსახიობია. ის საზოგადობამ გაიცნო ტელესერიალებიდან — “დეტექტივები'' და “ჩემი ცოლის დაქალები''. ცოტა ხნის წინ ის ბაჩო საგანელიძეზე გათხოვდა. მათ უკვე ჰყავთ პატარა ლუკა. ლელამ შეიცვალა სტილი და მეტად დაიხვეწა.imageთამარ ჩერგოლეიშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი 1975 წლის 25 მაისს დაიბადა. ის გახლავთ ცნობილი პოლიტიკოსის - გიგა ბოკერიას მეუღლე. იხილეთ, თუ როგორ შეიცალა ის წლების მანძილზე.imageანი ტყებუჩავა
პოპულარული ქართველი მსახიობი ანი ტყებუჩავა საზოგადოებამ სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო და მალევე შეიყვარა. წლების მანძილზე ანიც შეცვლილია.imageასევე იხილეთ I, II და III ნაწილები.


1
6152
11-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
6152
  
2015, 18 დეკემბერი, 17:02
დარასელია, მებურიშვილი, ტყებუჩავა არც შეცვლილან :)
0 1 1