x
image
მაიაცხვედიაშვილი
ქართველი მოდელი "მის ვალენტინი" ბერად აღიკვეცა.საინტერესო დეტალები მისი ცხოვრებიდან

imageსაერო ცხოვრებაში ლაშა ბორძიკული მოდელის პროფესიას ეუფლებოდა.გაიმარჯვა "მისტერ ვალენტინის" კონკურსში.მონაწილეობას იღებდა "მისტერ საქართველოს" კონკურსშიც.სწავლას და კარიერას აგრძელებდა საზღვარგარეთ.მერე კი ბერად აღიკვეცა და ეს მისი ქართველი გულშემატკივრებისთვის შოკისმომგვრელი სიახლე იყო."ნანუკას შოუში" მიცემულ ინტერვიუში კი დაწვრილებით ისაუბრა იმ საინტერესო მიზეზებზე, რის გამოც ბერად აღიკვეცა ასეთ პატარა ასაკში.


როგორც აღმოჩნდა, ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ბერების ცხოვრებით.12 წლის იყო, როდესაც ტელევიზიით ვარძიაში მყოფი ბერების გალობით მოიხიბლა და მშობლებისგან მალულად მარტო წავიდა მათ გასაცნობად ვარძიაში.შუაღამეს მათ კართან ნანახი ბავშვის მიმართ გამოჩენილმა სიყვარულმა და სითბომ პატარა ნიკას სამუდამოდ დაუკავშირა სული და გონება ღმერთთან, ეკლესიასთან და ბერულ ცხოვრებასთან.როდესაც ნიკა სახლში დაბრუნდა, გული სულ ბერებისკენ უწევდა და გამუდმებით მიდიოდა კვირებით მათთან საცხოვრებლად.


როდესაც 15 წლის ასაკში საბოლოოდ გადაწყვიტა ბერად აღკვეცა, დედამ ძალით ჩამოიყვანა თბილისში, ჯერ სკოლა დაამთავრე და მერე მიიღე გადაწყვეტილებაო.იმ პერიოდში გრძელ შავ კაბაში გამოწყობილი, თმამოშვებული დადიოდა სკოლაში და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაწყვიტა, ჩვეულებრივი ბავშვებივით ჩაცმულს ევლო.მერე და მერე შესთავაზეს და გაუჩნდა მოდელობისადმი ინტერესი, მაგრამ ბავშვობიდან ბერობისკენ მიუწევდა გული და საბოლოოდ დიდი შინაგანი ბრძოლების მიუხედავად მაინც უფლის გზას დაადგა.

0
869
7-ს მოსწონს
ავტორი:მაიაცხვედიაშვილი
მაიაცხვედიაშვილი
869
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0