x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფიქსირებული გადასახადები
ყველასათვის ცნობილი მოქმედი გადასახადების გარდა, საქართველოში არსებობს ფიქსირებული გადასახადები, რაც გულისხმობს გარკვეულ შეღავათებს.ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული), რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.

ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახეები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით და აღნიშნულ საქმიანობებს მიეკუთვნება:

1.თონეში წარმოებული/საწარმოებელი (ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდება ან/და თონით გაწეული მომსახურება;

2.თმის შეჭრის, შესწორების, დაწყობის (მათ შორის თმის დაგრძელების), შეღებვის, დახვევის, გასწორების, გაპარსვის, წვერის შესწორების, მაკიაჟის (მათ შორის წამწამების დაგრძელების), მასაჟის (სამედიცინო მასაჟის გარდა), წარბების კორექციის, ეპილაციის (ლაზერული ეპილაციის გარდა), დეპილაციის, კოსმეტოლოგის მომსახურება


3.მანიკიურის და პედიკიურის (მათ შორის ფრჩხილების დაგრძელების) მომსახურება;

4, სოლარიუმის მომსახურება:

5, ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა).

რაც შეეხება საკონტროლო სალარო აპარატს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი თავისუფლდება ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან.მე შევეცდები მოკლედ განვიხილო თითოეული მათგანი.

ავტოსერვისი -თუ თქვენ ეწევით ავტომობილების ტექნიკური მომსახურებას და რემონტს, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენას და რეგენერაციას, ასევე აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე სხვა მომსახურებას (ხალიჩების რეცხვას), საქმიანობის ამ ნაწილში უფლება გაქვთ, საშემოსავლო/მოგების
გადასახადის ნაცვლად, გადაიხადოთ ფიქსირებული გადასახადი.ფიქსირებული გადასახადის განაკვეთია განკუთვნილ სამუშაო ადგილზე - 100 ლარი;იმ შემთხვევაში თუ ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება, რამდენი ავტომობილისმომსახურებისთვისაა განკუთვნილი სამუშაო ადგილი - ყოველ 40 კვ.მ-ის ფარგლებში ფართობზე - 100 ლარი.ფიქსირებული გადასახადი უნდა გადაიხადოთ წინასწარ, თვის დაწყებამდე.სამუშაო ადგილის (მომსახურების გასაწევად გამოყენებული სამუშაო ადგილის)რაოდენობის გაზრდის/შემცირების შემთხვევაში, ვალდებული ხართ, აცნობოთ შემოსავლების სამსახურს.ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მიღების შემთხვევაში:

საქმიანობისამნაწილშიგათავისუფლდებით საკონტროლო-სალარო აპარატის
გამოყენების ვალდებულებისაგან;
გათავისუფლდებით შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის - ბუღალტერიის
წარმოების ვალდებულებისაგან;
გათავისუფლდებით საშემოსავლო/მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის
წარდგენის ვალდებულებისაგან;

თუ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გადააჭარბებს 100 000 ლარს, არდაგეკისრებათ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება;

თონე -თუ თქვენ გაქვთ პურის საცხობი თონე, რომლითაც ახორციელებთ პურის ცხობას ან სხვა მომსახურებისგაწევას (ხაჭაპურისცხობა, გოჭისშეწვადასხვა), საქმიანობის ამ ნაწილში უფლება გაქვთ, საშემოსავლო/მოგების გადასახადის ნაცვლად, გადაიხადოთ ფიქსირებული გადასახადი.ფიქსირებულიგადასახადისგანაკვეთიშეადგენსთვეში 1 თონეზე 50 ლარს.ფიქსირებული გადასახადი უნდა გადაიხადოთ წინასწარ, თვის დაწყებამდე.თონის რაოდენობის გაზრდის/შემცირების შემთხვევაში, ვალდებული ხართ, აცნობოთ შემოსავლების სამსახურს.

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მიღების შემთხვევაში:

საქმიანობისამნაწილშიგათავისუფლდებითსაკონტროლო-სალაროაპარატისგამოყენების
ვალდებულებისაგან.

გათავისუფლდებითშემოსავლებისადახარჯებისაღრიცხვის - ბუღალტერიისწარმოების
ვალდებულებისაგან.

გათავისუფლდებით საშემოსავლო/მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის
წარდგენის ვალდებულებისაგან.

თუ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გადააჭარბებს 100 000 ლარს, არ დაგეკისრებათ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.

თუ წლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში (ზამთარში, ზაფხულში ან სხვა სეზონზე) შეაჩერებთ საქმიანობას, უნდა აცნობოთ შემოსავლების სამსახურს. საქმიანობის შეჩერების პერიოდში არ დაგეკისრებათ ფიქსირებული გადასახადის გადახდის ვალდებულება

სილამაზის სალონი -თუ თქვენ ეწევით თმის შეჭრის, შესწორების, დაწყობის, შეღებვის, დახვევის, გასწორების, გაპარსვის, წვერის შესწორების, მაკიაჟის, სახის მასაჟის, წარბების კორექციის, ეპილაციის, დეპილაციის, მანიკიურის, პედიკიურის
მომსახურებას, საქმიანობის ამ ნაწილში უფლება გაქვთ, საშემოსავლო/მოგების გადასახადის ნაცვლად გადაიხადოთ ფიქსირებული გადასახადი.ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი შეადგენს თვეში ერთ სამუშაო ადგილზე
(სკამი/მაგიდა/სავარძელი) 50 ლარს;მანიკიურისა და პედიკიურის მომსახურების გაწევის შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი შეადგენს თვეში ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა) 30 ლარს.

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მიღების შემთხვევაში: საქმიანობის ამ ნაწილში გათავისუფლდებით საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან;
გათავისუფლდებით შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის - ბუღალტერიის წარმოების, ვალდებულებისაგან;
გათავისუფლდებით საშემოსავლო/მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან;
თუ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გადააჭარბებს 100 000 ლარს, არ დაგეკისრებათ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.

თუ წლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში (ზამთარში, ზაფხულში ან სხვა სეზონზე) შეაჩერებთ საქმიანობას, უნდა აცნობოთ შემოსავლების სამსახურს. საქმიანობის შეჩერების პერიოდში არ დაგეკისრებათ ფიქსირებული გადასახადის გადახდის ვალდებულება.ფიქსირებული გადასახადი უნდა გადაიხადოთ წინასწარ, თვის დაწყებამდე. სამუშაო ადგილის (სკამი/მაგიდა/სავარძელი) რაოდენობის გაზრდის/შემცირების შემთხვევაში ვალდებული ხართ, აცნობოთ შემოსავლების სამსახურს.

მე პირადად ძალიან მომწონს ფიქსირებული გადასახადები, ვფიქრობ ეს დიდი შეღავათია ბიზნესისთვის საწყის ეტაპზე.

image

0
390
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია87
ხატია87
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0