x
image
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
ალეკო ელისაშვილი: - "სჯობს პროკურატურამ თავად გამოაჩინოს ეს-ემ-ეს-ების შინაარსი"

imageდამოუკიდებელმა დეპუტატმა, შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა შვიდსაათიანი დაკითხვის შემდეგ პროკურატურაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურატურამ რომ სახე შეინარჩუნოს, სჯობს ექსპერტიზის შედეგად ტელეფონში არსებული ეს-ემ-ეს-ების შინაარსი თავად გაასაჯაროოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შინაარსი აუცილებლად გასაჯაროვდება. დასმული შეკითხვის პასუხად, რამდენად ენდობა ექსპერტიზის დასკვნას, მან აღნიშნა, რომ ამის გადამოწმება თავისუფლად შეიძლება. "გამოძიებას ვურჩიე, რომ ამ მესიჯების შინაარსი აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ სჯობს მათ გამოაჩინონ, რათა სახე შეინარჩუნონ. მე კანონს პატივს ვცემ და ფეხდაფეხ მივყვები გამოძიებას. სჯობს პროკურატურამ გამოაჩინოს ეს-ემ-ეს-ების შინაარსი", - განაცხადა ელისაშვილმა.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა ეს-ემ-ეს-ები სხვა ფორმით შენახული, მან აღნიშნა, რომ შეტყობინებები დაკოპირებული არ აქვს. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნის გადამოწმებას, მისი თქმით, თუკი ექსპერტიზის ბიურო არ აღადგენს მის ტელეფონში არსებულ ეს-ემ-ეს-ებს, ელისაშვილი აცხადებს, რომ მიმართავს საერთაშორისო ბიუროს.
- "გამოძიება მიდის სადღაც სხვაგან და არა იქ, სადაც უნდა მიდიოდეს. მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით ცხარე საუბარი გვქონდა. ჩემთვის გაუგებარი იყო ყიჟინი რატომ დასცეს, როდესაც ექსპერტიზის პასუხი არ იყო მოსული. ეს იყო სამარცხვინო საქციელი პროკურატურის მხრიდან, რომ გამოხტნენ და ზეიმობდნენ იმას, რომ ინბოქსში არ აღმოჩნდა ეს-ემ-ეს-ები. ძალიან აინტერესებდა პროკურატურას მიეღო პასუხი, სადმე სხვაგან ხომ არ მაქვს შენახული მესიჯები. ნატამალი რწმენა აღარ მაქვს პროკურატურის", - განაცხადა ელისაშვილმა. მან საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთ წევრს მიმართა: - " საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთ წევრს მინდა ვუპასუხო, რომლებიც ამბობენ, რომ ელისაშვილი ჭორაობსო. სინამდვილეში ისინი დგანან და ჭორაობენ. მე კი სახლში უფრო ნაკლებ დროს ვატარებ, ვიდრე პროკურატურაში. მაქსიმალურად ვეხმარები გამოძიებას, რომ წინ წაიწიოს. ჩემი ხელით მივუტანე სატელეფონო ამონაწერები გამოძიებიდან 2 კვირის თავზე, რომელიც ადასტურებს, რომ ზარები და ეს-ემ-ეს-ები ხორციელდებოდა ჩემს ტელეფონზე", - განაცხადა ელისაშვილმა.

0
62
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0