x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ჩამოყალიბდით, ორალური სე*სი თუ კდემა"-თინა მახარაძე საზოგადოებას მიმართავს
image
"მის სამყაროს" ქართველი წარმომადგენლის,
"მის საქართველო 2011"-ის ჯანეტ ქერდიყოშვილის ინტერვიუს, რომელშიც მან საკუთარ თავსა და შეხედულებებზე ისაუბრა დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"მარაო რუსთავი 2"-თან მან ქალისა და მამაკაცის ურთიერთობასა და ოჯახზე ისაუბრა.

"მეუღლეს უფრო უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, ვიდრე ცოლს ქმარი და როდესაც, ამას ვამბობ ყველა მეკითხება რატომ? მამაკაცს თუ არ უყვარს მეუღლე იქედან იწყება ყველა პრობლემა... ცოლის შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ცოლს ისედაც ეყვარება თავისი შვილების მამა".

"არიან ქალები, რომლებისთვისაც აუცილებელია თანასწორი უფლებები ჰქონდეთ. მეც უნდა მქონდეს ჩემი აზრი, უნდა შემეძლოს ამის თქმა და შენ მე უნდა მომისმინო ან დამიჯერო... მე მართლა არა მაქვს ამაზე პრეტენზია."


"არც უნდა იყოს განხილვის თემად ქალის ღალატი და კაცის ღალატი, ეს არის ისეთი ორი სხვადასხვა დანაშაული, რომ ვერც შევადარებ, იმიტომ, რომ კაცის "გაგულავება" და ღალატი არის სულ სხვა რაღაც და ნუ ქალის, ეგ უკვე ღალატი არაა, ეგ არის ამორალური. იმიტომ რომ ის ისევ და ისევ დედაა!"

ქართულმა საზოგადოებამ ჯანეტი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაახვია. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მის პოზიციას მხარს უჭერენ.

მომხდარ ფაქტს ეხმაურება მსახიობი თინა მახარაძე, რომელიც ორიოდე წლის წინათ გულახდილი ინტერვიუს გამო გააკრიტიკეს. “ებიჯო, ჩამოყალიბდით: ორალური სექსი თუ კდემა. ორივეს გინება არ მოსულა, თქვენც კარგად იცით, ჯანეტ”-წერს თინა სოციალურ ქსელში.

მომხდარ ფაქტსა და კრიტიკას ჯანეტი ჯერ არ გამოხმაურებია. ვუსურვოთ მას წარმატება და გამძლეობა, რომელიც ცხოვრების ამ ეტაპზე განსაკუთრებულად სჭირდება.

1
1349
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1349
  
2016, 8 ივნისი, 10:39
ვააა პროფესიონალი იძლევა რეკომენდაციებს ხო? ისე ამ გოგოს სტერეოტიპების დამსხვრევა უნდა მაგრამ ისეთი თემა აირჩია რასაც ვერასდროს შეწვდება არც დონე აქ და არც განათლება შესაბამისი. მოკლედ დაოკდი რა თინა ''არ შეგიძლია მოფს.ა და ნუ აწვალებ ერტ ადგილს''
0 1 1