x
image
მაიაცხვედიაშვილი
მე მაგალითად "ვგულაობ"...მომიტევეთ მე "ამორალს"-ნინი ონიანის განცხადება და მისი ცოტათი თამამი ფოტო

imageნინი ონიანი "ქალთა სახეების" ყველაზე მომხიბლავი და ეფექტური მონაწილეა.როგორც ყველა ლამაზი პოპულარული ქალი, ნინიც მალე გაეხვა სკანდალებში და მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან რომანი დააბრალეს მასთან ერთად გადაღებული ერთი-ორი ფოტოსა და სკეტჩის გამო.


ნინი საზოგადოების მისდამი ინტერესს და ჭორებს ღიმილით ხვდება და ეხმაურება ხოლმე.საქართველოში ზოგიერთი ადამიანის აღქმა ამორალურობის და ქალის გართობის შესახებ როგორც ჩანს ნინის სასაცილოდ მიაჩნია და თავისი ფეისბუქის გვერდზე ასე ეხმაურება მათ, ვინ გართობის მოყვარულ გოგონებს ამორალებად მიიჩნევს.


"მე მაგალითად საკუთარი აზრი გამაჩნია და "ვგულაობ" კიდეც...ხან ბარში და ხან მეგობრებში...მუშაობაც მიყვარს და უფრო მეტიც, როცა შეყვარებული ვარ, მიყვარს ბოლომდე და თავდავიწყებით...მომიტევეთ მე "ამორალს"..."


დარწმუნებული ვარ ნინისავით მხიარულად უდგება ძალიან ბევრი ახალგაზრდა გოგონა ამ საკითხს და ძალიან ცოტა დარჩა ისეთი, ვისაც ქალის კლუბში გართობა და მეგობრებთან ერთად დროის გატარება ბოზობად და ამორალობად მიაჩნია.

0
646
5-ს მოსწონს
ავტორი:მაიაცხვედიაშვილი
მაიაცხვედიაშვილი
646
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0