x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
2015 წლის 10 ყველაზე დაუჯერებელი გამოგონება

image
2015 წელი განსაკუთრებით მდიდარი იყო გამოგონებებით. თითქმის ყველა სფეროში დაინერგა საინტერესო სიახლეები, რომელთაგან ბევრმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. ქვემოთ წარმოგიდგენთ 10 ინოვაციას, რომლებმაც 2015 წელს პუბლიკის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.


1. უსაფრთხო სატვირთო მანქანა
image

კორეელმა ინჟინრებმა შეიმუშავეს საინტერესო ტექნოლოგია, რომელმაც უნდა შექმაციროს ავტოსაგზაო შემთხვევები. მათ გამოიგონეს უსაფრთხო სატვირთო, რომლის მისაბმელზე დამონტაჟებულია დიდი ეკრანი. მონიტორზე რეალური დროის რეჟიმში ჩანს ის, რაც სატვირთოს წინ ხდება. ამგვარად მის უკან მყოფი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია "სატვირთოს მიღმა" ხედვა, რაც დაიცავს მას "ბრმად" გადასწრებისგან.


2. პრეზერვატივი - ტესტი ინფექციაზე
image

ლონდონის ისააკ ნიუტონის აკადემიის სპეციალისტებმა შეიმუშავეს სპეციალური პრეზერვატივი, რომელსაც შეუძლია ექსპრესტ-ტესტის გაკეთება ძირითად ვენერიულ დაავადებებზე. პარტნიორის სხეულში ინფექციის აღმოჩენისას პრეზერვატივი იცვლის ფერს. მწვანე ფერი ნიშნავს ქლამიდიოზის არსებობას, ყვითელი - ჰერპესის, იისფერი - პაპილომის, ცისფერი კი - სიფილისის.


3. ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი
image

2015 წელს ავსტრალიელმა მეცნიერებმა ნამდვილი გარღვევა მოახდინეს ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობაში. ეს მეთოდი არ ემყარება მედიკამენტების მოხმარებას. პაციენატის სისხლსი შეჰყავთ აირის მიკროსკოპული ბუშტუკები, რომლებიც ულტრაბგერითი გამოსხივების ზემოქმედებით შთანთქავს ტვინში ამილოიდურ ფოლაქებს. ამგვარად, პაციენტს აღუდგება მეხსიერება და მნიშვნელოვნად უუმჯობესდება ტვინის მოქმედება.


4. მცურავი ფერმები
image

დედამიწაზე ადამიანთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ მომავალში შეიძლება მიწაზე შეუძლებელი იყოს კაცობრიობის გამოსაკვებად საკმარისი მოსავლის მოყვანა. ამიტომ მეციერებმა შეიმუშავეს პროექტი წყალზე მოცურავე ფერმების, რომლებიც მომავალში, სავარაუდოდ კონკურენციას გაუწევს ტრადიციულ მიწაზე არსებულ სასოფლო მეურნეობას.


5. მცურავი კომპლექსი ოკეანის ნაგვისგან გასაწმენდად
image

მეცნიერები არც ეკოლოგიას ივიწყებენ. მსოფლიო ოკეანის წყალი ძალზე დაბინძურებული პლასტმასით, ამიტომ მეცნიერთა ჯგუფმა, ბოიან სელტომის ხელმძღვანელობით, შეიმუშავა სპეციალური მცურავი კომპლექსი, რომელმაც უნდა გაწმინდოს ოკეანის წყალი ნაგვისგან. ეს კონცეფცია უკვე მიღებულია და წარმოებაში ჩაშვებულია. მომავალ წელს აგრეგატი მუშაობას დაიწყებს კუნძულ ცუსიმასთან ახლოს.


6. გარნიტურა ყურსასმენების გარეშე
image

წარმოებაში ჩაშვებულია უნიკალური გარნიტურა, რომლის ხმაც გადაეცემა ძვლის გამტარიანობის ეფეტის საშუალებით. ამ მოწყობილობას არა აქვს ტრადიციული ყურსასმენები და ბგერის გადაცემა ხდება პირდაპირ შიდა ყურში.


7. დრეკადი მონიტორები
image

სამხრეთკორეელი სპეციალისტებმა პუბლიკა განაცვიფრეს ულტრათხელი მონიტორებით, რომლებიც თავისუფლად იდრიკება.


8. ჩემოდანი-ტრანსფორმერი ნოუთბუქის დასადგამით
image

მოგზაურობის მოყვარულთათვის გამოუშვეს ინოვაციური ჩემოდანი. მას შეუძლია დაიკეცოს ჩვეულებრივი საქაღალდეს ზომაზე, ამიტომ პრაქტიკულად ძალიან ცოტა ადგილს იკავებს ბინაში. სამაგიეროდ, ამ ჩემოდან-სასაწაულის არა მხოლოდ დიდი ტევადობით შეუძლია დაიკვეხნოს, არამედ კიდევ რამდენიმე სასარგებლო ფუნქციითაც: მაგალითად, იგი აღჭურვილია ნოუთბუქის გამოსაწევი დასადგამით და სატენით.


9. ზებგერითი თვითმფრინავის პროექტი
image

როგორც ჩანს, ახლო მომავალში, მოგზაურობა გაცილებით სწრაფად გახდება სესაძლებელი. ცნობილმა კომპანია Airbus-მა დააპატენტა ზებგერითი თვითმფრინავის კონცეფცია, რომელიც შეძლებს ლონდონიდან ნიუ-იორკამდე მანძილის სულ რაღაც ერთ საათში დაფარვას.


10. რეაქტიული საფრენი აპარატი
image

თუ ზებგერითი თვითმფრინავი ხვალინდელი დღის პროექტია, რეაქტიულმა საფრენმა აპარატმა უკვე წარმატებით გაიარა გამოცდა. ამ გამოგონების წყალობით ადამიანს შეეძლება ჰაერში იფრინოს სუპერგმირების მსგავსად.


0
596
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
596
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0