x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ესენი რატომ იბლუწუნე ჯანეტ?"-ნანუკა ჟორჟოლიანი ჯანეტ ქერდიყოშვილს აკრიტიკებს
image
"მის სამყაროს" ქართველი წარმომადგენლის, "მის საქართველო 2011"-ის ჯანეტ ქერდიყოშვილის ინტერვიუს, რომელშიც მან საკუთარ თავსა და შეხედულებებზე ისაუბრა დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "მეუღლეს უფრო უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, ვიდრე ცოლს ქმარი და როდესაც, ამას ვამბობ ყველა მეკითხება რატომ? მამაკაცს თუ არ უყვარს მეუღლე იქედან იწყება ყველა პრობლემა... ცოლის შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ცოლს ისედაც ეყვარება თავისი შვილების მამა"-განაცხადა ჯანეტმა.

როგორც ირკვევა მისთვის არც ოჯახში თანასწორუფლებიანობაა მნიშვნელოვანი: "არიან ქალები, რომლებისთვისაც აუცილებელია თანასწორი უფლებები ჰქონდეთ. მეც უნდა მქონდეს ჩემი აზრი, უნდა შემეძლოს ამის თქმა და შენ მე უნდა მომისმინო ან დამიჯერო... მე მართლა არა მაქვს ამაზე პრეტენზია.

არც უნდა იყოს განხილვის თემად ქალის ღალატი და კაცის ღალატი, ეს არის ისეთი ორი სხვადასხვა დანაშაული, რომ ვერც შევადარებ, იმიტომ, რომ კაცის "გაგულავება" და ღალატი არის სულ სხვა რაღაც და ნუ ქალის, ეგ უკვე ღალატი არაა, ეგ არის ამორალური. იმიტომ რომ ის ისევ და ისევ დედაა!"-დასძენს ჯანეტი. image

ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში ეხმაურება ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი: "პორკე ჯანეტ? პორკე? ესენი რატომ იბლუწუნე ჯანეტ?"


იყვნენ ისეთებიც, ვინც ნანუკას კომენტარი დაგმეს, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღეს: "რა ქილიკი, რის ქილიკი. ფეისბუკი იმიტომ მაქვს რომ საკუთარი აზრი გამოვხატო ნებისმიერი თემის მიმართ და რა გავაკეთო თუ ჯანეტის შეხედულებებმა ჩემი ყურადღება მიიპყრო. ჩემს კრიტკას ჯობია უთხრათ რომ ასეთი სისულელეები არ თქვას სადაც მიდის. დაცინვა და ქილიკი იქ ნახეთ თქვენ."image

1
1952
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1952
  
2015, 16 დეკემბერი, 18:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1