x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გულის ფორმის ფუნჯის შექმნა ფოტოშოპში

ფოტოშოპის პროგრამაში ინსტალირებულია ფუნჯების სხვადასხვა ნაკრები, განსხვავებული ფორმის, ზომის და ეფექტების ფუნჯებით. მაგრამ, თუ საჭირო გახდა, პროგრამა იძლევა საკუთარი ფუნჯის შექმნის საშუალებასაც. ფუნჯის შექმნა ნებისმიერი გამოსახულებიდან შეიძლება, თუ ის აკმაყოფილებს ორ პირობას:

I. გამოსახულების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 2500 X 25000 პიქსელს;

II. გამოსახულება უნდა იყოს გამჭვირვალე ან თეთრ ფონზე;

გულის ფორმის ფუნჯის შესაქმნელად, საჭიროა:

I. აღნიშნული წესების დაცვით, შევქმნათ ახალი დოკუმენტი.

გულის ფორმის ფუნჯის შექმნა ფოტოშოპში

II. ვექტორული ხელსაწყოების ჯგუფიდან ავირჩიოთ Custom Shape Tool (თავისუფალი ფიგურის შექმნა) ხელსაწყო.

გამოსახულებაზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

გულის ფორმის ფუნჯის შექმნა ფოტოშოპშიIII. გავხსნათ ვექტორული ფიგურების ნაკრების პანელი და ავირჩიოთ გულის ფორმა.

ვექტორული ფიგურების ნაკრების პანელი IV. ხელსაწყოების პანელზე ავირჩიოთ ხელსაწყოს რეჟიმი – Shape layers (ფენა-ფიგურა) და გეომეტრიული პარამეტრების პანელზე ჩავრთათ Defined Proportions (პროპორციების შენარჩუნება) გადამრთველი. ამ შემთხვევაში, ფიგურა ინარჩუნებს საკუთარ პროპორციებს. ეს იგივეა, რაც Shift ღილაკზე დაჭერა, ფიგურის ხატვის წინ, Unconstrained გადამრთველის აქტიურობის პირობებში.

გულის ფორმის ფუნჯის შექმნა ფოტოშოპში

V. დავხაზოთ ფიგურა დოკუმენტზე.

გულის ფორმის ფუნჯის შექმნა ფოტოშოპშიVI. ფუნჯისათვის გამოსახულების შერჩევა-მომზადების შემდეგ, უნდა გამოვიყენოთ ბრძანება: მენიუ Edit > Define Brush Preset… (ფუნჯის შექმნა).

გულის ფორმის ფუნჯის შექმნა ფოტოშოპში

VII. ეკრანზე გამოვა სადიალოგო ფანჯარა Brush Name, რომელშიც უნდა ჩავწეროთ მომავალი ფუნჯის სახელი ან დავტოვოთ ის, რასაც პროგრამა შემოგვთავაზებს > დავაჭიროთ OK ღილაკს

გულის ფორმის ფუნჯის შექმნა ფოტოშოპშიVIII. ჩვენს მიერ შექმნილი ფუნჯი დაიკავებს ადგილს ფუნჯთა მენიუში, ფუნჯთა ნაკრების ბოლოს.

გულის ფორმის ფუნჯის შექმნა ფოტოშოპშიIX. ავირჩიოთ ჩვენს მიერ შექმნილი ფუნჯი, ფერი და ვნახოთ შედეგი.

image

0
68
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0