x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"მეუღლეს უფრო უნდა უყვარდეს ცოლი, ვიდრე ცოლს ქმარი"-ჯანეტ ქერდიყოშვილის მოსაზრებები ოჯახსა და ურთიერთობებზე დიდ სკანდალად იქცა

image
ულამაზესი "მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი საქართველოს "მის სამყაროს" კონკურსზე წარადგენს. მან "მარაო რუსთავი 2"-ის გადაცემა "სელფში" საკუთარ თავზე ისაუბრა. როგორც გაირკვა ჯანეტი ხან საქართველოში, ხანაც რუსეთში იზრდებოდა. ორივე ენასა და კულტურას კარგად იცნობს, თუმცა სამშობლო განსაკუთრებულად უყვარს. ულამაზესი ჯანეტი ჯერ დაქორწინებული არ გახლავთ და შესაბამისად, საქართველოში ბევრისთვის სასურველ სარძლოდ ითვლება.. მისი შეხედულებები ოჯახსა და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ დიდი განხილვის საგნად იქცა. "არ მყვარები, არც შეყვარებული მყოლია. ზოგადად ვფიქრობ რომ, თუ შეყვარებული გყავს ის უნდა გიყვარდეს და ურთიერთობა რაღაცით დასრულდეს. ბავშვობიდანვე ისეთი სერიოზული თვალით ვუყურებ, რომ თუ მეყოლება მეორე ნახევარი, ის შემდგომ აუცილებლად უნდა გახდეს ჩემიმეუღლე. მეუღლეს უფრო უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, ვიდრე ცოლს ქმარი და როდესაც, ამას ვამბობ ყველა მეკითხება რატომ? მამაკაცს თუ არ უყვარს მეუღლე იქედან იწყება ყველა პრობლემა... ცოლის შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ცოლს ისედაც ეყვარება თავისი შვილების მამა."image

"არიან ქალები, რომლებისთვისაც აუცილებელია თანასწორი უფლებები ჰქონდეთ. მეც უნდა მქონდეს ჩემი აზრი, უნდა შემეძლოს ამის თქმა და შენ მე უნდა მომისმინო ან დამიჯერო... მე მართლა არა მაქვს ამაზე პრეტენზია. ზოგი ამბობს, რომ ქალმა აუცილებლად უნდა იმუშაოს. არც ამაზე მაქვს პრეტენზია, რა თქმა უნდა ქალს უნდა ჰქონდეს თავისი საქმე, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, რომ ქალიც უნდა მუშაობდეს ზუსტად იმდენს, რამდენსაც მუშაობს მამაკაცი. ახლა რომ ვიყვირო და ვთქვა, რომ ღალატს კაცს არასდროს ვაპატიებ და როგორც კი გავიგებ, წავალ სახლში ჩემი სამი შვილით, არა, ამას არ ვიზამ! როგორ?! ეს თუ გააკეთე, შენ ხარ ეგოისტი თუ არ გყავს შვილები კიბატონო.. არც უნდა იყოს განხილვის თემად ქალის ღალატი და კაცის ღალატი, ეს არის ისეთი ორი სხვადასხვა დანაშაული, რომ ვერც შევადარებ, იმიტომ, რომ კაცის "გაგულავება" და ღალატი არის სულ სხვა რაღაც და ნუ ქალის, ეგ უკვე ღალატი არაა, ეგ არის ამორალური. იმიტომ რომ ის ისევ და ისევ დედაა!"image

0
280
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0