x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უცხოპლანეტელთა ხომალდები სირიაში განვითარებულ მოვლენებს აკვირდებიან
imageასეთ დასკვნამდე მივიდნენ მექსიკელი უფოლოგები რუსების მიერ დაბომბილი "ისლამური სახელმწიფოს"ვიდეოფირის ნახვის შემდეგ, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.





წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად მეცნიერებმა ვიდეოში შეამჩნიეს სწრაფად მოძრავი ორი ობიექტი, რომლებმაც პარალელურ რეჟიმში სწრაფად გადაუფრინეს აფეთქების ადგილს.


მას შემდეგ, რაც მექსიკელმა უფოლოგებმა შეისწავლეს ვიდეო, იგი ვიდეოპორტალ Youtube-ზე განათავსეს თანმხლები კომენტარებით.



"ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ორი ამო, რომელიც უპილოტოს მახლობლად მოძრაობენ, აფეთქების მომენტში მათი გამოსახულებას ვერ შეამჩნევთ, სამაგიეროდ მათი დანახვა ინფრაწითელი კამერის მეშვეობიდ გახდა შესაძლებელი."-აცხადებენ მექსიკელი მეცნიერები.


მართლაც აფეთქების ადგილზე ჩანს ორი მოძრავი სფეროსებრი ობიექტი, თუმცა სავსებით შესაძლებელია ეს აფეთქების შედეგად გამოტყორცნილი ნამსხვრევებია.


თუმცა მექსიკელ უფოლოგებს ამაზეც აქვთ პასუხი გამზადებული, შეუძლებელია ნამსხვრევები ასე პარალელურად, სინქრონულად და ერთი სიჩქარით მოძრაობდნენ.


ასეა თუ ისე, ვისაც იმ ადამიანებში, ვისაც სჯერა და აინტერესებს უცხოპლანეტელები წარმოიქმნა ჰიპოთეზა, რომ უცხოპლანეტელები ესტუმრნენ დედამიწას იმის გამო, რომ დააკვირდნენ "ისლამური სახელმწიფოში" განვითარებულ სამხედრო ოპერაციებს.


მათივე თეორიის თანახმად უცხოპლანეტელებმა არაერთხელ იხსნეს დედამიწა ბირთვული კატასტროფისგან სამხედრო აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის გზით.




0
803
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
803
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0