x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ქართველებისთვის უკვე კარგად ნაცნობმა ISIS-ის დაჯგუფება "იარმუკის" მეთაურმა ახმედ ჩატაევმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა

image როგორც ჩანს ახმედ ჩატაევს "გამჩენი მოსვენებას" არ აძლევს, რადგან ეს ცალხელა და ცალფეხა კაცი ისლამური ხალიფატის სამხედრო დაჯგუფებას "იარმუკს" მეთაურობს.
ახმედ ჩატაევი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის აქტიური მონაწილეა და მოჯაჰედებში საკმაო ავტორიტეტიც მოიპოვა, რუსეთის საეგზეკუციო ჯარების მიერ "იჩქერიის" დამარცხების მერე ჯერ თურქეთში ხოლო შემდგომ ევროპაში გადაბარგდა.
ლოპოტას ხეობაში ვითარების დაძაბვისთანავე ქართველმა ძალოვნებმა, როგორც შუამავალი მოლაპარაკებაში ისე მოიწვიეს, თუმცა მოლაპარაკებამ როგორც იცით დადებითი შედეგი ვერ გამოიღო და ცეცხლი გაიხსნა, რა დროსაც ორივე მხარეს დაიღუპნენ ადამიანები. თავად მძიმედ დაჭრილი ჩატაევი გაიქცა, მაგრამ იძულებული გახდა ჩაბარებოდა ქართულ ხელისუფლებას. ჭრილობის სიმძიმის გამო მას კიდურის ამპუტაცია გაუკეთდა.
საყოველთაო ამნისტიისას ჩატაევიც გამოვიდა თავისუფლებაზე და ეგრევე სირიას მიაშურა და უმოკლეს ხანებში ეს ხეიბარი კაცი საველე მეთაურიც გახდა.
ახლა კი ჩვენი ხელისუფლების მიერ დროზე ადრე განთავისუფლებული პოტენციური ტერორისტი გვემუქრება შემდეგი სიტყვებით: "თქვენ ჯერ დააკავეთ აჭარელი თემური, მერე აიუფი და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი. მათ საქართველოს წინააღმდეგ არაფერი ჩაუდენიათ. ვინც არიან დარჩენილები, არავინ შეეხოს. იცით, რომ საქართველოზეც მიგვიწვდება ხელი. შემდეგ პარასკევს დაველოდებით. თუ საჭიროდ ჩათვლით, გამოგვეხმაურეთ, თუ არადა, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების და იქ მყოფი ტურისტების უსაფრთხოება დასრულდება".
არცერთ შემთხვევაში ეს კაცი ციხიდან ვადის ამოწურვამდე არ უნდა გამოსულიყო, მე არ ვიცი ტერაქტს რეალურად მოაწყობენ თუ არა საქართველოში ჩატაევის მხარდამჭერები, მაგრამ პანიკის მარცვალი რომ ჩააგდეს საზოგადოებაში ფაქტია.
იმედია ქართული კონტრდაზვერვა უკვე მუშაობს სათანადო მიმართულებით, საეჭვო პირების გამოსავლენად და დასაკავებლად.

0
463
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0