x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
შენისთანა ,,ნიჭიერი,, კლოუნი ერს არ ყავს! - შალვა ნათელაშვილს...
“ნიჭიერი” — მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართული ანალოგია, რომელმაც ლიცენზია მოიპოვა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში პირველად 2010 წლის 1 თებერვალს გავიდა. Got Talent-ის ფრენჩაიზი ბრიტანული ტელეფორმატია, რომელიც საიმონ კოუელის კომპანია SIYO-მ შეიმუშავა. დღესდღეობით შოუ 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის.


image

პროექტი დაყოფილია რამდენიმე ეტაპად. პირველი ეტაპი კასტინგია, სადაც მონაწილეები ჟიურის და ცოცხალი აუდიტორიის წინაშე უნდა წარსდგნენ. შემდეგ ტურში გადასასვლელად მინიმუმ სამი ჟიურის თანხმობაა საჭირო. მონაწილე, რომელიც არ მოეწონება ჟიურის, ჩერდება წითელი ღილაკის და იქსის საშუალებით. შოუს ფორმატის მიხედვით, მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის და ნებისმიერი ტალანტის მქონე მონაწილეს შეუძლია. ამ ტურიდან გადასასვლელი მონაწილეების რაოდენობა შეზღუდული არ არის.


სეზონის ფარგლებში ნახევარფინალები იმართება უკვე 'ლაივ კონცერტით", სადაც ყოველ ახალ კონცერტზე 8-8 მონაწილე წარმოაჩენს აწ უკვე წარმოჩენილი ნიჭის განვითარებას. 8 მონაწილედან ერთის ბედს საზოგადოება წყვეტს თავიანთი ზარებით, მეორე გამარჯვებულს ჟიური ასახელებს, ხოლო მესამეს კი პროექტის წამყავნი, ესა თუ ის სპონსორი.



ფინალში კი უკვე თავს იყრიან მაყურებლის, ჟიურის და სპონსორის რჩეული ნიჭიერები. თუმცა აქ ყველაფერს მხოლოდ ხალხი წყვეტს და ცხადდება ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი ადამიანის ტიტულის მფლობელი. გამარჯვებულს კი მთავარი ჯილდოები გადაეცემა.


2010 წლიდან, როგორც უკვე ავღნიშნე, ნიჭიერი საქართველოში ერთ-ერთი რეიტინგული შოუა და მან არც წელს უღალატა ტრადიციებს. ჩვეულებისამებრ კი, ის კვირაში ერთხელ, ორშაბათ დღეს რუსთავი2-ის (უკვე) პირდაპირ ეთერში საღამოს 10:00 საათზე გადის. შოუს თან ახლავს კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობა ხუთი ცნობადი სახისგან შედგება: ნიკა გვარამია- ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი; ია ფარულავა- მსახიობი და ქართველ სექს-სიმბოლოდ აღიარებული. ნანუკა ჟორჟოლიანი- ჟურნალისტი. ლევან წულაძე, ასევე ცნობილი როგორც ჭოლა (დ. 18 მარტი 1965წ), ქართველი რეჟისორი, კინომსახიობი, 2006 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; და წელს დაემატა ჟიურის მე-5 წევრი, რომელიც ყველასათვის კარგად ცნობილი, უპოზიტიურესი და საყვარელი, თეატრალურის მსახიობი რუსკა მაყაშვილია. "ნიჭიერის" გუშინდელ "ლაივ შოუს" გასტროლების გამო არ ესწრებოდა ბატონი ჭოლა, რომელიც ქართველმა პოლიტიკოსმა, ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჩაანაცვლა.


ქართველი მოსახლეობისთვის ეს ნამდვილად მოულოდნელი "შოკი" იყო. ამ დრომდე არ წყდება საზოგადოების მითქმა-მოთქმა ბატონი შალვას ნიჭიერის ჟიურიში ხილვის გამო. ბევრმა იხალისა, ბევრმა გაკიცხა, ბევრიც თავშეუკავებლად ტოვებს "გესლიან" პოსტებსა თუ კომენტარებს. ფბ-ის ერთ-ერთი ჯგუფის აქტიურმა მომხმარებელმა გაასაჯაროვა საკუთარი აზრი ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ:


"შალიკო ვნახე გუშინ ნიჭიერში!
შალიკო და ჟიურიში რა გინდოდა?
შენი ადგილი სცენაზეა, სცენაზე!
შენისთანა “ნიჭიერი“ კლოუნი ერს არ ყავს!
არადა, გვარამიამ ადრე რუსების აგენტი იყოო და კინაღამ სული გაგაფრთხობინა!
ხოდა ახლა დრონი იცვალნენ!
და აგენტი და უფრო დიდი აგენტი დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზას!
ფარა მითხარი შენ თუ არა...
არადა აგენტი იყოოო კაცოოოო, აგენტიო და თან რუსებისოოო,
გვარამიამ თქვა!" - წერს ქალბატონი ფატი ხარშილაძე.



image

3
2302
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2302
  
2015, 16 დეკემბერი, 1:34
ხო კიდე რა მინდოდა მეთქვა არავისტი არ ვარ :))
2015, 16 დეკემბერი, 1:33
ნათელაშვილის პარტია წინა მთავრობის დროს ფინანსდებოდა შსს-ს ბიუჯეტიდან. ეხლა შემოაკლდა ფულები და მიუცუცქდა ისევ ნაცებს. ძნელია ალბათ ძველი პატრონის დავიწყება)). თუ დაუკვირდებით მიხვდებით რომ როგორც პუტინს ყავს ჟირინოვსკი და აყეფებს ისე ყავდა მიშას ჩვენი შალიკოც, ეტყობა იმედი აქ არჩევნების.
2015, 15 დეკემბერი, 22:50
ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა ჯგუფიო? აქ ნათქვამია ყველაფერი. თქვენ კი უჭერთ მხარს მარა ბიძო როგორ გიჭერთ მხარს ეგაა საინტერესო
0 1 3