x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორ გავხადოთ ფეხსაცმელი წყალგაუმტარი - მარტივი მეთოდი
ზამთარში, წვიმასა და თოვლში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ფეხების მშრალად შენარჩუნების საკითხი. ბათინკი ან ჩექმა, რომელიც რეალურად წყალს არ ატარებს, საკმაოდ იშვიათია. ხოლო ყოველდღე რეზინის ბოტების ჩაცმა, ცხადია, არც თუ სასიამოვნო გამოსავალია.


თუმცა არსებობს მარტივი გზა, რომლის საშუალებით ნებისმიერი ფეხსაცმელი - ზამთრის თუ ზაფხულის, შეგიძლიათ გახადოთ წყალგაუმტარი. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ ორი რამ: ჩვეულებრივი პარაფინის სანთელი და ფენი.


image

1. სუფთა, მშრალ ფეხსაცმელს მთელ ზედაპირზე ვუსმევთ სანთელს.



imageimage
2. გაპოხვის შემდეგ ფენის საშუალებით ვაცხელებთ წასმულ სანთელს. ამ დროს სანთელი ფეხსაცმლის ზედაპირში შეიწოვება. თუ გაუპოხავი ადგილი დაგრჩათ, ისევ წაუსვით პარაფინი და ხელახლა გაალღვეთ ფენით. და ასე შემდეგ, სანამ ფეხსაცმლის მთელი ზედაპირი არ დამუშავდება.


image



ქვემოთ გამოსახულებლაზე მარჯვენა ფეხსაცმელი დაუმუშავებელია, მარცხენა - პარაფინით დამუშავებული. განსხვავება ადვილად შესამჩნევია:


imageimage

შენიშვნა: პარაფინით დამუშავება უფრო ადვილია, თუ ფეხსაცმელს წინასწარ გაათბობთ.


გაითვალისწინეთ, რომ ასე დამუშავებული ფეხსაცმელი ცოტა უხეში ხდება... სამაგიეროდ წყალს აღარ ატარებს.



2
2658
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2658
  
2015, 14 დეკემბერი, 19:22
:)) გადაგდებას ნამდვილად სჯობია სცადო:)
2015, 14 დეკემბერი, 19:11
შენ გაიხარე სულზე მომისწრო ამ სტატიამ, ერთი ჩექმა მაქ მაგრად მიყვარს უკვე წყალს იწოვს გადაგდება მენანებოდა და იქნებ ამან მაინც უშველოს
0 1 2