x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ცნობადების შვილები, რომლებიც მშობლებთან ერთად არ იზრდებიან
image
ცნობილი ქართველი დედები ხშირად არც ისე სამაგალითონი არიან, როგორც ეკრანებსა და ყვითელი პრესის ფურცლებზე ჩანან. ზოგიერთებმა საკუთარი შვილები ბებია-ბაბუებთან საცხოვრებლად განამწესეს. საზოგადოების ერთი ნაწილი ირწმუნება შვილების თავიანთთან გაზრდას არ კადრულობენო, მეორენი კი ამტკიცებენ ცნობილები ასე საკუთარი შვილების კეთილდღეობისათვის იქცევიანო.

ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი ლების მანძილზე ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა. ჟურნალისტი ხშირად უხდის მადლობას დედას, ასეთი კარგი შვილი გამიზარდეო. ამის მიუხედავად, ნანუკა ჩართული იყო მარიამის აღზრდაში. დედა-შვილი ერთ სადარბაზოში ცხოვრობდა, ამიტომ მათ მანძილი არასროს უშლიდათ ხელს ურთიერთობაში.

image

თიკო სადუნიშვილი სამაგალითო დედობით ვერ დაიკვეხნის. იმასაც ამბობდნენ, თიკოს დედობის უფლება ჩამოართვესო, რაც თავად უარყო. "ჩემი შვილი დედაჩემთან ცხოვრობს, კვირაში ორი დღე მამამისთან, ჩემთანაც არის, განაწილებული გვყავს, იმიტომ, რომ მე ვერ ვახერხებ ყოველდღიურად ისეთი დედობა გავუწიო, როგორიც საჭიროა. სანამ ძიძა მყავდა კიდევ ვახერხებდით ერთად ცხოვრებას"-გვიამბო თიკომ.imageimage



ნონო ჩხეიძეს ერთი ქალიშვილი ჰყავს, პატარა მარიკო. გოგონა ბებიასთან იზრდება. ნინოს მტკიცებით, მას ქალიშვილისთვის ცოტა დრო აქვს, ასე უფრო მშვიდადაა და მარიკოსთვისაც უკეთესიაო.

imageimage


ლელა წურწუმიასა და კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩას ქალიშვილი მარიკო ბებიასთან, ლელას დედამთილთან იზრდება.image

გიგა ბოკერიას ცოლმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ქალიშვილი საკუთარ დასთან ერთად საფრანგეთში "გახიზნა". "მაგრად მიხარია ისეთ გარემოში რომ იზრდება, სადაც ჰომოსექსუალიზმის ჰაერწვეთოვანი გზით გადადების არ ეშინიათ, პირადობის მოწმობებში მხეცის ნიშნებს არ ეძებენ და რელიგიურ უმცირესობებს ლოცვას არ უშლიან"-ამტკიცებს ჩერგოლეიშვილი.image

მსახიობი მაკა შალიკაშვილი მარტო ცხოვრობს, მისი ქალიშვილი კი მამის ოჯახში იზრდება: "არ შემიძლია ვთქვა როგორი დედა ვარ, ერთი კი ცხადია, მინდა, ჩემ შვილს ჰყავდეს რეალიზებული დედა და ჩემით იამაყოს. თინათინი მამასთან იზრდება მის მშობლებთან. მათი დიდი დამსახურებაა, რომ კარგ ადამიანად ჩამოყალიბდა. არ მაქვს საშუალება, რომ შვილს თავიდან ბოლომდე მივხედო. არც ჩემი ქმრის ოჯახს აქვს საშუალება, მაგრამ რაღაცნაირად იჭირვებენ. შვილს რომ კვირაში რამდენიმესაათით ვნახულობ მსაყვედურობს, მაგრამ მეტი გზა არ არის. მე მარტო ვცხოვრობ".image

2
1671
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1671
  
2016, 14 იანვარი, 17:22
გეთანხმები ზოგიერთებს შვილები უბრალოდ ხელს უშლიან
2015, 14 დეკემბერი, 15:15
მარტო ცხოვრობს სადუნიშვილი არც მიკვირს . როცა შვილა სახლში საყვარლებს ვეღარ მოიყვანდა :D
0 1 2