x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ნახატი ფოტოსურათიდან

ნახატი ფოტოსურათიდან

1) გამოსახულების ფოტოშოპში გახსნის შემდეგ, Layers პალიტრაში უნდა მოვახდინოთ ფენის დუბლირება > დუბლირებული ფენა გადავიყვანოთ შავ-თეთრ ფერებში (მენიუ Image > Adjustments > Black&White) > მოვახდინოთ შავ-თეთრი ფენის დუბლირება.

ნახატი ფოტოსურათიდან2) მოვახდინოთ მეორე დუბლირებული ფენის ინვერტირება (მენიუ Image > Adjustments > Invert).

ნახატი ფოტოსურათიდან3) ინვერტირებული ფენისთვის გამოვიყენოთ Gaussian Blur ფილტრი (მენიუ Filter > Blur > Gaussian Blur), 3 პიქსელიანი რადიუსით.

ნახატი ფოტოსურათიდან4) Layers პალიტრაში, ფენების დადების რეჟიმების ჩამოსაშლელი მენიუდან, ფილტრში გატარებული ფენისთვის, ავირჩიოთ Color Dodge რეჟიმი.

ნახატი ფოტოსურათიდან5) Layers პალიტრაში უნდა მოვახდინოთ სამივე ფენის დუბლირება და დუბლირებული ფენების ერთ ფენაში გაერთიანება ან დუბლირების ნაცვლად, გავააქტიუროთ პალირტის ზედა ფენა და გამოვიყენოთ Sift+Ctrl+Alt+E ღილაკების კომბინაცია. შედეგი იგივე იქნება: შეიქმნება ახალი ფენა, მის ქვემოთ მდებარე ფენების საფუძველზე, ხოლო ქვედა ფენები უცვლელი დარჩება > ფენის დადების ჩამოსაშლელი მენიუდან, ახალი ფენისთვის უნდა ავირჩიოთ Multiply რეჟიმი. თუ კონტური საკმარისად მუქი არ იქნება, შეგვიძლია მოვახდინოთ Multiply რეჟიმიანი ფენის დუბლირება.

ნახატი ფოტოსურათიდან6) შეგვიძლია გავაერთიანოთ ფენები და ამით დავასრულოთ. ამ შემთხვევაში, მივიღებთ ფანქარში ნახატს, მაგრამ თუ უკანა ფონის თავზე მდებარე შავ-თეთრი ფენის გამჭვირვალობას გარკვეული პროცენტით შევამცირებთ, ნახატი გაფერადდება.

ნახატი ფოტოსურათიდან

2
46
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
46
  
2015, 13 დეკემბერი, 22:20
მადლობა, ასეთი კომენტარისთვის :)
2015, 13 დეკემბერი, 21:54
ლალიი,ძალიან კარგ და სასარგებლო სტატიებს დებ
0 1 2