x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508538
ალბინოსთა შოკისმომგვრელი ხვედრი - ვინ არიან ისინი და რატომ ნადირობენ მათზე

image
მსოფლიოში საშუალოდ 1 ალბინოსი მოდის 20 ათას ადამიანზე. ტანზანიაში ეს მაჩვენებლი 1:1400 არის, კენიასა და ბურუნდიში - 1:5000.

ცნობილია, რომ ამგვარი გადახრის გენის მატარებელი ორივე მშობელი უნდა იყოს, რათა შვილი "თეთრი" გაჩნდეს. ტანზანიაში ალბინოსები საზოგადოების ყველაზე გარიყულ ნაწილად ითვლებიან და იძულებული არიან ერთმანეთს შორის იქორწინონ. შეიძლება სწორედ ეს არის ქვეყანაში ამგვარი ადამიანების უჩვეულოდ დიდი ხვედრითი წილის მიზეზი.
image

5 საუკუნეზე მეტია ტანზანიაში არსებობს ცრურწმენა, რომლის მიხედვით, ალბინოსის სხეულს სამკურნალო თვისება აქვს, რის გამოც მათზე ნამდვილი ნადირობაა გამართული.
image

2006 წლიდან მოყოლებული ამგვარი "ნადირობის" შედეგად 71 ალბინოსი დაიღუპა, 31-მა კი "მონდირეებისგან" თავის დაღწევა შეძლო. ალბინოსების სხეულის ნაწილებს: ენას, კიდურებს, თვალებს "მონადირეები" 50-100 ათას დოლარად აბარებენ ჯადოქრებსა და ე.წ. მკურნალებს. ეს თანხა საშუალო ტანზანიელის 25-30 წლის მუშაობის გასამრჯელოს ტოლფასია.
image
ამგვარი არაადამიანური ქმედებები ალბინოსთა წინააღმდეგ ტანზანიაში დიდი ხნის მანძილზე არ ისჯებოდა და მსხვერპლს ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები უგზოუკვლოდ დაკარგულად აცხადებდა. მაგრამ დასავლეთის ქვეყნების მკაცრმა გაფრთხილებამ და კანიბალიზმის წინააღმდეგ მკაცრი ქმედებების გატარების მოთხოვნამ აიძულა ხელისუფლება დათმობაზე წასულიყო, აეკრძალა ალბინოსებზე ნადირობა და სასჯელი დაეწესებინა "მონადირეებისთვის".

image

2009 წელს ტანზანიაში პირველი სასამართლო გაიმართა: სამმა მამაკაცმა 14 წლის ალბინოსი დაიჭირა და ნაწილებად აკუწა მკითხავებისთვის მიყიდვის მიზნით. ბოროტმოქმედებს ჩამოხრჩობა მიესაჯათ.

image

მაგრამ კანონმდებლობის გამკაცრებამ უარესი შედეგი გამოიღო: სიკვდილით დასჯის თავიდან ასაცილებლად მონადირეები აღარ კლავდნენ ალბინოსებს, არამედ აჭრიდნენ მათ სხეულის ნაწილებს. სხეულის განზრახ დაზიანებისთვის ქვეყნის კანონმდებლობა მხოლოდ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
image
ბოლო 3 წლის მანძილზე 90-ზე მეტ ალბინოსს მოკვეთეს სხეულის ნაწილები. ამგვარი "ოპერაციების" შედეგად 3 დაიღუპა.

ტანზანიის ალბინოსთა 98% ვერ აღწევს 40 წელს. ამის მიზეზი მათზე მიმდინარე ნადირობის გარდა არის ფიზიოლოგიური ფაქტორებიც: მათი თვალები და კანი განსაკუთრებით
მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივების მიმართ, ამირტომ 16-18 წლის ასაკში ალბინოსები 60-80%-ით კარგავენ მხედველობას, 30 წლის ასაკში კი 60% კანის კიბოთი ავადდება.
image

ჯანმრთელობის დასაცავად ალბინოსებისთვის აუცილებელია მზისგან დამცავი კრემისა და სათვალის ტარება, მაგრამ ტანზანიის უღარიბეს მოსახლეობას ამის საშუალება არა აქვს...

ტანზანიელი ალბინოსების ერთადერთი იმედი დასავლეთის ყურადღებაა: ევროპიდან და ამერიკიდან მათთვის ჩააქვთ პრეპარატები და, რაც მთავარია, აშენებენ სპეციალურ ინტერნატებს, სადაც გარემოსგან იზოლირებულად, მაგრამ დაცულად ცხოვრობენ ალბინოსები...

image

მძიმე სტატია გამოვიდა, მაგრამ ზოგჯერ ხომ თავად ცხოვრებაა მძიმე...







0
2146
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0