x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რატომ „მოსულა“ საქართველოში მამაკაცის ღალატი და ქალის – არა
image


image
"ჩვენს მენტალიტეტში ბიჭისთვის რომ ცოლის ღალატი "მოსული პონტია" (რა მოხდა, პაეზდკაში გაძვრები, რამე...) და გოგოსთვის არა - რა ფენომენია მართლა არ მესმის. ღალატი ღალატია და არის სამარცხვინო საქციელი (ჩემი სუბიექტური აზრით)."
- წერს ფეისბუქის გვერდზე სპორტული კომენტატორი, დავით ზურაბიშვილის შვილი, გიორგი ზურაბიშვილი.


პოსტს დიდი რაოდენობით კომენტარი მოჰყვა, სადაც მომხმარებლებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს:


"კაცია და გაივლის გამოივლის, დიდი ამბავი";


„კაცის „სოჩიკი“ არ წერს“;



„რაღაც დოზით ქალების ბრალიც არის ესეთი მახინჯი მიდგომა. კაცისთვის რო მოსული პონტია, უკვე ხო მაგრად ტეხავს და ქალიც რო "უგებს" (პატიობს კიდე სვხაა) საერთოდ დაბრედვაა“;


"რატო უგებს იცი? ვერ შორდება, იმიტო რო 2 წიგნი არ წაუკითხავს ეგრევე გათხოვდა "სარფიანად" . არ გაუგებს და დარჩება მშიერი. ვაბშე მახინჯი სისტემაა ეგ თავიდან ბოლომდე))) და იმედია 18 წლის ცინგლაინი ბავშვები აღარ გათხოვდებიან ";


„მე ნუ გამაგებინებს არის ჩემი საყვარელი გამართლება“;


„ცოლს ყველაფერს ვერ აკადრებს“,


"რთული საკითხია. კაცისთვის ღალატი მოიცავს მონადირების კონტექსტსაც და მისთვის ამის გაკეთება, სუფთად უტილიტარულ დონეზე, გაცილებით რთულია, ვიდრე ქალისთვის. ობიექტურად, ქალს გაცილებით იშვიათად ეტყვიან უარს, ვიდრე კაცს. შესაბამისად, კაცები გაცილებით ხშირად ყეყეჩობენ ამით და ხატავენ ღალატს როგორც მიღწევას. მართლაც, რაც უფრო რეპრესირებულია სექსუალობა ამა თუ იმ ქვეყანაში, მით უფრო რთულია, ანუ უფრო დიდი მიღწევაა ვინმეს შებმა. შესაბამისად ამპარტავნობის მოტივაციაც უფრო მაღალია. ქალებისთვის ასე არ არის. ზუსტად ამ რეპრესირებულობის გამო, მათთვის, სურვილის შემთხვევაში გაცილებით ადვილია სექსუალური კონტაქტი, რადგან ბაზარზე დეფიციტურ პროდუქტზე უარს არავინ იტყვის. რაც უფრო დეფიციტურია, მით უფრო დიდი ალბათობაა მეორე მხრიდან თანხმობის იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარეგნულად ქალი გაცილებით დაბალ "ლიგაში" თამაშობს.
მოკლედ, კაცისთვის ღალატი თვითრეალიზების მომენტია. შეიძლება სექსუალური სურვილი აქ ნაკლებ როლს თამაშობდეს, ვიდრე თუნდაც სპორტული აზარტი. (კარგი მაგალითია როცა თვრები და აი, 100%-ით დარწმუნებული ხარ, რომ შანსი არაა აგიდგეს, მაგრამ მაინც, ჯიუტად კოკეტობ, თანაც უფრო თამამი ხარ, ვიდრე ფხიზელი). ქალის შემთხვევაში, არსებული სოციალური სტრუქტურიდან გამომდინარე, სექსით თვითრეალიზების მომენტი თითქმის მოხსნილია, რადგან მათთვის სექსის მიღწევა quest-ი და რთული ამოცანა არ არის.
იდეალურ შემთხვევაში, როდესაც ქალს და კაცს შორის ნამდვილი თანასწორობა მიიღწევა, მართალი იქნებოდი, მაგრამ სანამ სოციალური სტრუქტურა ასეთია, კაცის განსჯა გაცილებით ძნელია. მას მართლაც მეტი აქვს საამაყო, რადგან რეპრესირებული სექსუალობის პირობებში, მას მართლაც გაცილებით დიდი ძალისხმება სჭირდება one night stand-ის მისაღწევად, ვიდრე ქალს."


როგორც კომენტარებიდან ჩანს, აღნიშნული საკითხი საკმაოდ აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში...სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ...

0
502
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
502
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0