x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
22 წლის ახალგაზრდა ქალმა სუიციდი პიტბულების მეშვეობით განახორციელა
image22 წლის ახალგაზრდა დედა გადაძვრა ღობეზე სახლიდან მეზობლის უკანა ეზოში და პირდაპირ ხახაში ჩაუვარდა ორ პიტბულს.


რებეკა ჰარდის გადასარჩენად მეზობლის მამაკაცები გაისარჯნენ, თუმცა უშედეგოდ, 22 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცალა.როგორც ჰურონ პორტის პოლიციის დეპარტამენტში განაცხადეს, დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა ყელის და სახის მიდამოებში.

image

თუმცა ჰარდის ნათესავები ეჭვქვეშ აყენებენ გოგონას სუიციდს.როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გოგონა მაღაზიიდან ბრუნდებოდა სახლში და გზის შემოკლების მიზნით გადაწყვიტა ღობეზე გადახტომა.



ჰარდი თავის საქმროსთან მეთიუ გრატანთან და 18 თვის გოგონასთან ერთად ცხოვრობდა.


"მე ვერავითარ შემთხვევაში დავუშვებ იმ ვარიანტს, რომ რებეკა იმ დღეს ტკივილს ეძებდა, მას დარჩა პატარა გოგონა...მას სურდა, რომ ჩვენ ოჯახი გვქონოდა"-განაცხადა გრატანმა.

image

თუმცა სხვა აზრისაა გამოძიება და სამედიცინო ექსპერტი ლუბიშ დრაგოვიჩი:"ჰარდი სულ ცოტა ხნის წინ სახლიდან გამოაგდეს, იგი ადრეც ცდილობდა თავის მოკვლას.გოგონა შეგნებულად გადაძვრა ღობეზე, წინასწარ იცოდა თუ რა ხიფათში იგდებდა თავს და რა მანკიერ ძაღლებთან ჰქონდა საქმე."


მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ცხოველთა კონტროლის დეპერტამენტმა ძაღლები თავშესაფარში გადაიყვანა.ჯერჯერობოთ ძაღლების პატრონის მიმართ არავითარი ბრალდება არ წაუყენებიათ.

image

3
641
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
641
  
2015, 11 დეკემბერი, 20:11
სულიერად ავადმყოფი ყოფილა, თორემ ასეთ საშინელ სიკვდილს როგორ ისურვებდა?!
2015, 11 დეკემბერი, 18:16
იყო ლაპარაკი მაგ ძაღლების საერთოდ აკრძალვაზე.....ისე თუ მართლა თავის მოკვლა გინდა მასე საშინლად? სხვა უფრო ბევრად მსუბუქი და უმტკიუვნელო მეთოდებია..რაღაც მართლა არ ჯდება....
2015, 11 დეკემბერი, 18:11
ეს პიდბულები საშინელი ძაღლები არიან.
0 1 3