x
image
მადამ ფისუნია
ბრუკ შადენის ფოტოგრაფია
imageამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ, ერთ-ერთი, ძალიან გამორჩეული ფოტოგრაფის, ბრუკ შადენის შემოქმედება. რომელიც ყველას ააღელვებს, საოცარი ფერებით და იდეურად ჩახლართული ძაფებით...














"ღრუბლები შეიკრიბნენ იმისთვის რომ წარმოქმნან ჭექა-ქუხილი"....

შამსის აღზევება, სოროშ შაჰრივარი.

ავტოპორტრეტი, 2015წ, დეკემბერი.


image




















"ჩემი ზოგიერთი ადრეული ოცნება იყო მწუხარე და სიკვდილნარევი. მე ვერასოდეს დაგისაბუთებთ და არც ვიცი, მაგრამ ეს იყო თანმიმდევრული ხაზი ჩემი ქვეცნობიერისა. მე შეძრწუნებული ვარ მისით. მე მასზე ვდგავარ. ჩემი ფანტაზია აღწევს ბნელ ადგილებში და ქმნის სახლებს მონსტრებით, რაც მე ყველაზე მეტად მაშინებს. სწორედ ესაა მიზეზი, რომ მე მიყვარს გამოსახულებების შექმნა, რომლებიც მევე მაშინებს. იგი მაძლევს გარკვეული კონტროლის საშუალებას და ძალას, ნაცვლად იმისა, რომ მეშინოდეს დემონების მიერ ჩემი შეპყრობისა. იგი საშუალებას გაძლევთ იყოთ ავტორი, და სიბნელე იწყებს ჟღერადობას, რის შედეგადაც ის ხდება უფრო და უფრო მოსაწონი ადგილი, ადგილი სადაც ყოფნა გინდა და არ ცდილობ მისგან გაქცევას."

" ჩუმი დილის გარდამავალი კედლები"

2013წ. ნოემბერი

დუბაისთან ახლომდებარე ქალაქი.

image




















"შუაღამით, წვიმაში, ისლანდიის გამყინავ ტემპერატურაში, მე ფეხით გადავკვეთე გაყინული წყლები. მე ნაკლებად ვღელავდი საკუთარ თავზე და ბევრად მეტად - მიღებული გამოცდილებაზე. ვისურვებდი, მეპოვა მეტი ძალა საკუთარ თავში, რომ მომავალ წელს უფრო მეტის გაკეთება შევძლო. "

image



















"მე ვხედავ საკუთარ თავს, როგორც დიად ნახევარმთვარეს, რომელიც უმღერის ვარსკვლავებს მანამ, სანამ ისინი საკმაოდ ახლოს მოვლენ იმისთვის, რომ ჩემი გზა გაანათონ...."

image




















"მარტო ოცნების ქალაქში"

ფრანგული საწოლი და ინდური მინდვრები.

image




















"საკუთარი თავის დაწყნარება"

"ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ბადებს დამაეჭვებელ კითხვებს:

არის ეს სწორი?

არის ეს კარგი?

მიიღებენ ამას?

და ყველაზე მარტივი პასუხები ამ კითხვებისა, არის მოვატყუოთ საკუთარი თავი და ვაფიქრებინოთ, რომ პასუხი არის ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ რომ იყოს. მე მწამს, რომ რასაც ხელოვანის სული ეძებს არ არის კითხვის პასუხი "ვარ თუ არა მე საკმარისად კარგი?" არამედ ესაა გზა, რომლითაც იგი მთლიანად კითხვას დაარღვევს."

image




















"მე ერთადერთი ადამიანი ვიყავი მთელს ტაძარში, მაშინ როდესაც მინიმუმ ათასი ადამიანი მაინც იყო შეკრებილი დაახლოებით ორასი ფუტის დაშორებით. ორიენტირებული ვიყავი იატაკზე, და მე მოვექეცი ოთხ ოთახს შორის. თვალები დავხუჭე და ვიგრძენი თავბრუდამხვევი ტალღები ჩემი ფანტაზიის და ოცნებისა..."

imageimageimageimageimageimage




0
24
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0