x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
§14. სამყაროს მოწყობის ორი სისტემა. თავი III - პლანეტა დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

სამყაროს მოწყობის ორი სისტემაოდესღაც, ადამიანები ფიქრობდნენ, რომ დედამიწა უძრავ მდგომარეობაში იყო და მის ირგვლივ, ცის თაღზე, მზე, პლანეტები და სხვა ციური სხეულები მოძრაობდნენ. ამასვე ამტკიცებდა სამყაროს მოწყობის გეოცენტრული სისტემაც, რომლის ფუძემდებელი არისტოტელე იყო.
არისტოტელეს მიერ შექმნილი სისტემა პტოლემემ (100 – 170 წწ.) დახვეწა. მან დედამიწის ირგვლივ მბრუნავ პლანეტებს მეორადი ორბიტები ე. წ. ეპიციკლები დაუმატა. მისი თეორიის მიხედვით, პლანეტები ბრუნავენ არა მარტო დედამიწის, არამედ ეპიციკლების ირგვლივაც.
მიუხედავად იმისა, რომ არისტოტელე-პტოლემეს სამყაროს მოწყობის სისტემა ძალიან პოპულარული იყო, უკვე ძვ. წ. აღრ. IV–III სს. არსებობდა ალტერნატული თეორია, სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემის შესახებ, რომლის ავტორი, ძველი ბერძენი სწავლული არისტარქ სამოსელი (310– 230 წწ.) იყო.
არისტოტელე-პტოლემეს გეოცენტრულმა სისტემამ 1000 წელი იარსება. გუტენბერგის მიერ სტამბის გამოგონებამ, ბიძგი მისცა საბუნებისმეტყველო მეცნიერების ყველა დარგის სწრაფ განვითარებას. 1450 წელიდან დაიწყო ძველი ავტორების ხელნაწერების გამოქვეყნება. გამოიცა პტოლემეს „ალმაგესტაც“, რომელშიც აღწერილი იყო სამყაროს მოწყობის გეოცენტრული სისტემა. ნაშრომმა დიდი გავლენა მოახდინა პოლონელ მეცნიერზე, ნ. კოპერნიკზე (1473 – 1543 წწ.). მან შეისწავლა ძველი ავტორების სხვა შრომებიც და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სამყაროს მოწყობის გეოცენტრული სისტემა მცდარი იყო.
ნ. კოპერნიკმა შექმნა სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემა. წიგნი „ციური სხეულების წლიური მოძრაობა“, ახალი სისტემის დეტალური აღწერით, 1430 წ. უკვე დასრულებული იყო, მაგრამ მისი გამოცემა, მხოლოდ 1542 წ. მოხერხდა.
ნ. კოპერნიკის სისტემის მიხედვით, სამყაროს ცენტრში მზე არის, ხოლო მის ირგვლივ, წრიულ ორბიტებზე, თანაბარი სიჩქარით, პლანეტები ბრუნავენ. კოპერნიკმა თავისი თეორიის დამტკიცება ვერ შეძლო და მისი მოსაზრება იდეის დონეზე დარჩა, ხოლო წიგნი, გამოსვლის დღიდან, აკრძალული წიგნების სიაში მოხვდა.
მიუხედავად ინკვიზიციისა, კოპერნიკს მაინც ჰყავდა მიმდევრები. მათ შორის იყვნენ იტალიელი მეცნიერები ჯორდანო ბრუნო (1548 – 1600 წწ.) და გალილეო გალილეი (1564 – 1642 წწ.). ისინი სტატიებს აქვეყნებდნენ და ლექციებს კითხულობდნენ ჰელიოცენტრული სისტემის შესახებ. ამის გამო ჯ. ბრუნომ 15 წელი დევნილობაში გაატარა. ბოლოს მაინც დაიჭირეს და რადგან უარი არ თქვა კოპერნიკის და თავის იდეებზე, სახალხოდ დაწვეს, რომის ცენტრში.
გ. გალილეიც წარსდგა სასამართლოს წინაშე, მას ორიდან ერთი უნდა აერჩია: უარი ეთქვა ცხოვრების საქმეზე ან ჯ. ბრუნოს ბედი გაეზიარებინა. გალილეომ არჩევანი პირველის სასარგებლოდ გააკეთა და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს შემდეგ, მან კიდევ 8 წელი იცოცხლა, ბევრი აღმოჩენა გააკეთა მექანიკაში და ერთი წიგნიც გამოსცა.
ნ. კოპერნიკის სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემა გერმანელმა მათემატიკოსმა იოჰან კეპლერმა (1771 – 1630 წწ.) დაასრულა. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, მან „სამყაროს ჰარმონია“ გამოაქვეყნა (1619 წ.), რომელშიც შესწორებული იყო კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემა. კეპლერმა შეისწავლა და ახსნა პლანეტის მოძრაობის წესები და ჩამოაყალიბა სამი კანონი, რომელიც ყველა პლანეტის მოძრაობის წესს ხსნიდა:
I კანონი: ყველა პლანეტა მოძრაობს ელიფსურ ორბიტაზე, რომლის ერთ-ერთ ფოკუსში (არა ცენტრში) მზე მდებარეობს.

სამყაროს მოწყობის ორი სისტემაII კანონი: პლანეტები განსხვავებული სიჩქარით მოძრაობენ. რაც უფრო ახლოს არის პლანეტა მზესთან, მით უფრო დიდია მისი სიჩქარე. განსხვავებულია არა მარტო პლანეტების სიჩქარეები, არამედ პლანეტის სიჩქარე, მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის დროს. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, მზე დედამიწის ორბიტის ცენტრში არ მდებარეობს. ის ორბიტიდან სხვადასხვა მანძილზე არის დაშორებული. მზესა და დედამიწას შორის ყველაზე მოკლე მანძილზე დაშორებას პერიფელიუმი ეწოდება, ხოლო მაქსიმალურ დაშორებას - აფელიუმი. პერიფელიუმთან დედამიწის სიჩარე 30 კმ/წმ-ია, აფელიუმთან - 29, 3 კმ/წმ.
III კანონი: კეპლერმა გამოიყვანა ფორმულა, რომლითაც შესაძლებელია პლანეტის მზისგან დაშორების მანძილის გამოთვლა.
ყველა აღმოჩენა, გერმანელმა მეცნიერმა, იმ დროს, ცნობილი დანიელი ასტრონომის ტ. ბრაგას მრავალწლიანი დაკვირვების მასალებზე დაყრდნობით გააკეთა. მაგრამ მისი წიგნი და იდეები დიდი პოპულარობით არ სარგებლობდნენ, რადგან კეპლერი ვერ ხსნიდა პლანეტების მოძრაობის მექანიზმს. ამ ნაკლის გამო, წიგნის წინასიტყვაობაში ის წერდა: შეიძლება ამ წიგნის მკითხველი მხოლოდ 100 წლის შემდეგ გამოჩნდესო. მაგრამ, ამდენი ლოდინი არ გახდა საჭირო. 50 წლის შემდეგ, ინგლისელმა მეცნიერმა ი. ნიუტონმა (1647 – 1727 წწ.) კეპლერის თეორია ბოლომდე მიიყვანა. მან 1687 წელს წიგნში „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები“, გამოაქვეყნა მსოფლიო მიზიდულობის (გრავიტაციის) კანონი, რომლის თანახმად, ყველა სხეულს, რომელსაც აქვს მასა, გააჩნია მიზიდულობის ძალა. ნიუტონი ამტკიცებდა, რომ ინერციით მოძრავი სხეული, თუ რაიმე წინააღმდეგობა არ შეხვდა, მუდმივად სწორ ხაზზე იმოძრავებდა.
ამრიგად, გრავიტაციის კანონის თანახმად, დედამიწა და სხვა პლანეტები, მუდმივად სწორ ხაზზე იმოძრავებდნენ, რომ არა მზე, რომელიც მიზიდულობის ძალით აკავებს მათ.სამყაროს მოწყობის ორი სისტემა
ორ სხეულს შორის მიზიდულობის ძალა, მათი მასების ნამრავლის პირდაპირპროპორციული და მათ შორის მანძილის კვადრატის უკუპროპორციულია.
კანონის მიხედვით, ყველა სხეულს აქვს მიზიდულობის ძალა და რაც უფრო დიდია სხეული, მით უფრო დიდია ეს ძალა. მაგ., დედამიწის მიზიდულობის ძალა 6-ჯერ აღემატება მთვარის მიზიდულობის ძალას. და აქ ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ არ ვარდება მთვარე დედამიწაზე? ან დედამიწა მზესე?
მთვარე დედამიწაზე ჩამოვარდებოდა უძრავ მდგომარეობაში რომ იყოს. დედამიწისა და მთვარის ურთიერთდამოკიდებულება შეგვიძლია შევადაროთ ე. წ. „ამერიკულ მთებს“: ადამიანები არ ვარდებიან ამ კარუსელიდან, როდესაც იმყოფებიან მის უმაღლეს წერტილში თავდაყირა. ეს იმიტომ ხდება, რომ ცენტრიდანული ძალა, რომელიც კარუსელის ტრიალის დროს წარმოიქმნება, აკრავს ადამიანებს სკამებზე, რადგან კარუსელის მოძრაობის სიჩქარე ისე არის შერჩეული, რომ ცენტრიდანული ძალა აღემატება დედამიწის მიზიდულობის ძალას.
იგივე ხდება დედამიწასა და მთვარეს, მზისა და პლანეტებს შორის ურთიერთობის დროსაც: ძალა რომელიც არ აძლევს მთვარესა და პლანეტებს „გაქცევის“ საშუალებას, არის მიზიდულონის ძალა, ხოლო ძალა, რომელიც არ აძლევს მთვარეს დედამიწაზე და დედამიწას მზეზე ჩამოვარდნის საშუალებას არის ცენტრიდანული ძალა. ეს ძალა ციური სხეულების ორბიტალური მოძრაობის დროს წარმოიქმნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დედამიწის მიზიდულობის ძალისა, მთვარე დედამიწას ყოველწლიურად 3, 8 სმ-ით შორდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მზეც იზიდავს მთვარეს და მისი მიზიდულობის ძალა 2-ჯერ უფრო მეტია, დედამიწის მიზიდულობის ძალაზე. ასეთი ძლიერი მიზიდულობის მიუხედავად, არც მთვარე და არც დედამიწა მზეზე არ ვარდება, რადგან ისინი გამუდმებით მოძრაობენ და მზეს ძალა მხოლოდ იმაზე ყოფნის, რომ ინერციით მოძრავი პლანეტები და მათი თანამგზავრები, სწორი ხაზიდან მოაბრუნოს და ელიფსურ ორბიტაზე ატრიალოს.
ამრიგად, სამმა უდიდესმა მეცნიერმა შექმნა და განავითარა მსოფლიოს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემა:

სამყაროს მოწყობის ორი სისტემან. კოპერნიკმა გამოთქვა აზრი, სამყაროს ცენტრში მზის არსებობის და მის ირგვლივ, წრიულ ორბიტებზე, პლანეტების მოძრაობის შესახებ.
ი. კეპლერმა ახსნა პლანეტების მოძრაობის წესი და ჩამოაყალიბა კანონები, რომლებსაც ყველა ციური სხეული ემორჩილება.
ი. ნიუტონი ახსნა პლანეტების მოძრაობის მექანიზმი.

სამყაროს მოწყობის ორი სისტემა
§ 1. მზის სისტემა. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66851-მზის-სისტემა-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია-დამხმარე-სახე/108/

§ 2. მზე და მზის სისტემის ასაკი. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66946-§-2-მზე-და-მზის-სისტემის-ასაკი-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრ/108/

§ 3. მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაში. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/67220-§-3-მზის-მოძრაობა-და-მისი-ადგილი-გალაქტიკაში-თავი-I-სამყარო-და-დედამიწ/108/

§ 4. გეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილი. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/67485-§-4-გეოლოგიური-დრო-და-გეოქრონოლოგიური-ცხრილი-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§ 5. კატარქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68018-§-5-კატარქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 6. არქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68019-§-6-არქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგადი/88/

§ 7. პროტეროზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68028-§-7-პროტეროზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზ/88/

§ 8. პალეოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68026-§-8-პალეოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 9. მეზოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68043-§-9-მეზოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგა/88/

§ 10. კაინოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68253-§-10-კაინოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზო/88/

§11. დედამიწის განვითარების ისტორია 24 საათში. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის
http://intermedia.ge/სტატია/68289-§11-დედამიწის-განვითარების-ისტორია-24-საათში-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§12. დედამიწის ფორმა და ზომა. თავი III - პლანეტა დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის
http://intermedia.ge/სტატია/68426-§12-დედამიწის-ფორმა-და-ზომა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია/88/

§13. მზის და მთვარის დაბნელება. მთვარის ფაზები. თავი III - პლანეტა დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის
http://intermedia.ge/სტატია/68458-§13-მზის-და-მთვარის-დაბნელება-მთვარის-ფაზები-თავი-III-პლანეტა-დედამიწა/88/



0
376
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
376
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0