x
image
მანჩო 777
ეს ფოტოები ცხოვრების ბნელ მხარეს გვიჩვენებენ... მათ უკან შემზარავი ისტორიები დგას
თითოეული ფოტოსურათის უკან გარკვეული ისტორია დგას და ეს ისტორია ყოველთვის როდია ბედნიერი; უფრო მეტიც, ის შეიძლება სასტიკი და შემზარავიც კი იყოს. თქვენს წინაშეა 16 ფოტოსურათი, რომლებიც ცხოვრების ბნელ მხარეს გვიჩვენებენ და მიგვანიშნებენ იმაზე, რომ ამ სამყაროში სიკეთესთან ერთად ბოროტებაც ხარობს, სიცოცხლის სიხარულს კი სიკვდილის აჩრდილი სდევს თან.


image



1. ჯონ კელჰუნი



image


აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტის სახეზე თითქოს აღბეჭდილია ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი დაუნდობლად იბრძოდა მონობის გაუქმების წინააღმდეგ. კელჰუნის სიკვდილის შემდეგ მისმა მეგობრებმა იმის შიშით, რომ მის გვამს საფლავში არ გააჩერებდნენ, ის გადამალეს. მთელი 21 წლის განმავლობაში ჯონ კელჰუნის გვამი უსახელო საფლავში იყო დაკრძალული.


2. ესესელთა რიგებში მიღების ცერემონია, გერმანია, 1938 წელი


image


სურათზე გამოსახულია ესესელთა რიგებში ოფიცრების მიღების საზეიმო ცერემონია ( თუ შეიძლება ამას საზეიმო დავარქვათ), რომელიც 1938 წელს გაიმართა ნაცისტურ გერმანიაში.


3. ჩარლზ მენსონი


image


ჩარლზ მენსონი გახლდათ ავადსახსენებელი მენსონების ოჯახის უფროსი და მან 1960-იან წლებში რამოდენიმე გახმაურებული მკვლელობა ჩაიდინა, მათ შორის მსახიობ შერონ ტეიტის მკვლელობა. ეს ფოტო გადაღებულია 1971 წელს პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ, რაც მენსონმა თავისი ბრალეულობა აღიარა.


4. დედა-შვილი ცეცხლმოდებული სახლიდან ვარდება


image


19 წლის დედა და მისი ორი წლის გოგონა ცეცხლმოდებული სახლიდან ვარდებიან - ეს შემზარავი ამბავი 1971 წელს მოხდა. მეხანძრეებმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს მათი გადარჩენა, რადგან შენობამ უკვე ნგრევა დაიწყო. დედა დაიღუპა, შვილი კი გადარჩა. ის დედის სხეულზე დაეცა და სწორედ ამან იხსნა სიკვდილისაგან.


5. ადამიანების შებოლილი სხეულები


image


კვაკიუტლ-ჰამაცუს ტომის (ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ინდიელთა ტომი) შამანთა საიდუმლო ორგანიზაციაში მოხვედრა იოლი როდი იყო ამ ფოტოების გადამღები ოპერატორისათვის. ამ ორგანიზაციის საკულტო რიტუალად კანიბალიზმი ითვლება.


6. ჰორაციო გორდონ რობლი


image


ინგლისელი გენერალ-მაიორი ჰორაციო გორდონ რობლი მაორების (ახალი ზელანდიის აბორიგენი მოსახლეობა) თავის ქალების ყველაზე ცნობილი კოლექციონერი გახლდათ. მისი შემზარავი "კოლექცია" ასობით მაორის მუმიფიცირებულ თავს ითვლიდა.


7. უილიამ მაკ-კინლი


image


ეს ფოტო გადაღებულია ორიოდე წამის წინ მანამ, სანამ აშშ-ის ოცდამეხუთე პრეზიდენტს უილიამ მაკ-კინლის ანარქისტი ლეონიდ ჩორგოში ესროდა. ეს იყო უკანასკნელი ბედნიერი წამი მაკ-კინლის ცხოვრებაში - ის საშინელი ტანჯვით გარდაიცვალა.


8. სიკვდილისშემდგომი საოჯახო ფოტოსურათი


image


ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ ამ ფოტოზე ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით...სინამდვილეში ეს ვიქტორიანული ეპოქის პოსტმორტემ (სიკვდილისშემდგომი) ფოტოა. ფოტოზე აღბეჭდილი ბავშვი მკვდარია, ხოლო მისი თვალები დახატული.


9. მუსოლინის შტაბ-ბინა რომში (1930 წელი)


image


ეს უზარმაზარი პირქუში შენობა შემკული იყო მუსოლინის უზარმაზარი ბიუსტით და უამრავი წარწერით Si (იტალიურიდან-დიახ).


10. საბჭოთა სამართლის მსხვერპლი, 1970 წელი


image


ცნობილი ფაქტია, რომ ციხეში მყოფი პატიმრების უმრავლესობა ტატუირებას იკეთებს. სსრკ-ის პერიოდში თითოეული ამ ტატუს უკან სევდიანი ისტორია იდგა: სწორედ ამ გზით ავადდებოდა ათასეულობით ადამიანი შიდსით, სიფილისით, ნაწლავის ჩხირით, ტუბერკულოზით და სხვა დაავადებებით.


11. ძმები სტრატონების ნიღბები


image

სწორედ ამ ნიღბებაფარებულებმა, ძმებმა ალფრედ და ალბერტ სტრატონებმა მოკლეს 1905 წელს ლონდონის ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე ვინმე ფეროუ. ერთი შეხედვით სხვებისაგან არაფრით გამორჩეული ეს მკვლელობა ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მკვლელობა, გახსნილი კრიმინალისტიკის მეთოდებით.


12. კარდინალ რიშელიეს თავი


image


არმან ჟან დიუ პლესი, იგივე კარდინალი რიშელიე საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნებაა. კარდინალის სიკვდილის შემდეგ მის თავი მუმიფიცირებული იქნა და ის ინახებოდა სორბონის ეკლესიაში, მაგრამ საფრანგეთის რევოლუციის დროს თავი მოიპარეს. მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.


13. ნაციონალური ლეპროზორიუმის მცხოვრები


image


მე-19 საუკუნის ამერიკაში კეთრი (ლეპრა) ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა. განსაკუთებით ფართოდ იყო ის გავრცელებული ლუიზიანას შტატაში. რადგან იმდროინდელი მედიცინისათვის ამ დაავადების და მისი მკურნალობის გზების შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი, მთავრობა იძულებული გახდა უკიდურესი ზომები მიეღო: კეთროვანებს აიძულებდნენ საზოგადოებისაგან გარიყულებს, ცალკე გამოყოფილ კოლონიებში ეცხოვრათ. ასე გაჩნდა ნაციონალური ლეპროზორიუმი, რომლის ერთ-ერთ მცხოვრებს თქვენ სურათზე ხედავთ.


14. კოლუმბაინის სკოლა


image


1999 წლის 20 აპრილს კოლუმბაინის (აშშ) სკოლაში შეზარავი ტრაგედია დატრიალდა: ორმა მოზარდმა საკლასო ოთახში ავტომატებით ცეცხლი გახსნა. დაიღუპა 14 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. ეს ფოტო ამ საბედისწერო დღემდე ორი კვირით ადრეა გადაღებული. დააკვირდით მარცხენა ზედა კუთხეში ორ ბიჭუნას: ისინი იმიტაციას აკეთებენ, თითქოსდა ფოტოაპარატს ესვრიან. სწორედ ეს ბიჭები: ერიკ ჰარისი და დილან კლიბორდი გახლავთ ის ორი მოსწავლე, რომლებმაც ორი კვირის შემდეგ სკოლაში ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს.


15. ორი მექანიკოსი ერთმანეთს ეხვევა სიკვდილის წინ


image


თავდაპირველად ალბათ მათ ვერც კი შეამჩნევთ ფოტოზე, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ ერთმანეთზე გადახვეულ ორ პატარა ფიგურას. ეს ტრაგიკული შემთხვევა ჰოლანდიაში მოხდა. ქარის ძრავის შესაკეთებლად ოთხი ინჟინერი გაგზავნეს. სიტუაცია გართულდა, როცა მოულოდნელად ძრავას ცეცხლი გაუჩნდა. ორი მექანიკოსის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენ ორს კი თქვენ სურათზე ხედავთ...


16. ენ ჰოჯესი


image


ენ ჰოჯესი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელიც მეტეორიტის მსხვერპლი გახდა. 1954 წელს ალაბამაში ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა სახელით "სულაკოგა" გაანგრია სახლის სახურავი, რიკოშეტით აისხლიტა რადიომიმღების კორპუსიდან და დივანზე მთვლემარე ენს დაეცა. დარტყმის შედეგს თქვენ ფოტოზე ხედავთ.


0
486
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
486
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0