x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ნუკი კოშკელიშვილი საკუთარ ფეხმძიმობაზე პირველ კომენტარს აკეთებს
image
უკვე რამდენიმე თვეა გავიდა მას შემდეგ, რაც მოდელმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა საქართველო დატოვა. გოგონა ამერიკაში გათხოვდა. მისი რჩეული ექიმი გახლავთ. წყვილმა ერთმანეთი სოიალური ქსელის მეშვეობით გაიცნო. მალევე მიხვდნენ, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი და ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინეს. ნუკი ოცების მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მზადაა საყვარელი ქალის ნებისმიერი ახირება აასრულოს. ბენი მეორე ნახევარს განსაკუთრებულად უფრთხილდება და ანებივრებს. ნუკი სოციალურ ქსელში უმრავ ფოტოს ავრცელებს და საკუთარი ამერიკული ცხოვრების შესახებაც გვიამბობს. ასე რომ, მისი თაფლობისთვის თანაზიარი მისივე ნებისმიერი "ფეისბუქმეგობარია".

ნუკი საკუთარ პირად ცხოვრებაზე ყოველთვის თამამად და ღიად საუბრობდა. ამჯერად მან გადაცემა კოქტეილისა და ნიკა გრიგოლიას კითხვებს უპასუხა.

"მართალია, რომ ფეხმძიმედ ხარ?

"ძალიან ბევრმა მკითხა, ფეხმძიმედ ხარო? ვერ გავიგე ეს კითხვა რამ განაპირობა, ცოტა მოვპუტკუნდი თუ რა მოხდა, მაგრამ არა. ფეხმძიმედ არ ვარ"-განაცხადა ნუკიმ.


მიუხედავად იმისა, რომ ნუკისა და ბენის სიყვარულის ისტორია მთელმა საქართველომ იცოდა არავინ მოელოდა მის გათხოვებას. ალბათიმიტომ, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე გოგონამ პირად ცხოვრებას ტაბუ დაადო. "მინდა, უფრო მეტად პროფესიას მივხედო და პირადი ცხოვრება ცოტა ხნით გვერდზე გადავდო. ჩემსა და ბენს შორის არაფერი მომხდარა, უბრალოდ მინდა, წელს უფრო კარიერულ წინსვლაზე ვიფიქრო და არა - სასიყვარულო ისტორიაზე"-ამტკიცებდა ნუკი.

ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი. image

1
4192
4-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
4192
  
2015, 4 დეკემბერი, 12:27
რას გადაგვაჭამეთ თავი ამ კოშკელიშვილით.მაგნაირი აღარავინაა ვითომ???წავიდაა ხოო,შეეშვით რააა...
0 1 1