x
image
Lerato
ბრიტანული და ამერიკული ინგლისური – 100 განსხვავება ილუსტრაციებით

XVII საუკუნეში, როდესაც პირველი ბრიტანელი ემიგრანტები ჩავიდნენ ამერიკაში, ამან გამოიწვია ინგლისური ენის ახალი ვარიაციის შექმნა, რომელსაც მოგვიანებით ამერიკული ინგლისური უწოდეს. ზოგიერთ სიტყვა და გამოთქმა, რომელსაც “ამერიკულად“ მოიხსენიებენ, სინამდვილეში ბრიტანული სიტყვებია შემონახული ამერიკელების მიერ, თუმცა, რაღაც პერიოდი ბრიტანული ინგლისურიდან გაუჩინარდა. მაგალითად, ამერიკელები იყენებენ trash (ნაგავი), ბრიტანელები კი ხმარობენ სიტყვას rubbish, ასევე, loan (სესხება) - lend და ა.შ. 1800-1900 წლებში 16 მილიონმა ევროპელმა დატოვა საკუთარი ქვეყანა და დასახლდა ამერიკაში. ბევრი მათგანი ჩავიდა იტალიიდან, გერმანიიდან, სკანდინავიიდან და ცენტრალური ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთაც ბევრი ახალი სიტყვა და გამოთქმა შეიტანეს ამერიკულ ინგლისურში.

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ემიგრანტები ბრიტანეთიდან არა მხოლოდ ამერიკაში სახლდებოდნენ, არამედ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ინდოეთში, აზიასა და აფრიკაში, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ბრიტანეთის იმპერიელისტურმა ზრახვებმა. სადაც არ უნდა დასახლებულიყვნენ ისინი, ინგლისური ენა, რომელზეც საუბრობდნენ, იცვლებოდა და მდიდრდებოდა იმით, რომ ადგილობრივი ენებიდან სესხულობდა სიტყვებს.

თანამედროვე ინგლისური განვითარებას აგრძელებს – ასობით ახალ სიტყვას იმატებს ყოველ წელს. შედეგად, ინგლისური იქცა გლობალური მნიშვნელობის ენად, რომელსაც სხვადასხვა ერები რეგულარულად იყენებენ მთელს მსოფლიოში კომუნიკაციისთვის, ვისთვისაც ის მშობლიურ ენას არ წარმოადგენს.

იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისურ ენაზე ძალიან ბევრ ქვეყანაში საუბრობენ, შესაბამისად უამრავი განსხვავებაც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს ბევრი რამ აქვთ საერთო, ინგლისურ ენას რაც შეეხება, საკმარისი განსხვავებებია იმისათვის, რომ შესაძლოა ერთი ქვეყნის მაცხოვრებელმა ვერ გაიგოს ზუსტად რას გულისხმობს მეორე ქვეყნის ინგლისურად მოლაპარაკე. საბედნიეროდ, ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტმა შექმნა მნიშვნელოვანი ცხრილები, რომელიც დახმარებას გაუწევს ყველა დაინტერესებულ პირს ინფორმაციის სწორედ აღქმაში.


imageimageimageimageimage

imageimage

imageimageimage

imageimage


imageimageimage

imageimageimageimageimageimageimageimageimage























3
545
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
545
  
2015, 9 დეკემბერი, 0:06
მადლობა შენ :*
2015, 9 დეკემბერი, 0:01
მიხარია ამის მოსმენა ♥ ♥ ♥
2015, 8 დეკემბერი, 23:17
ვაიმე, შენ არ იცი როგორ გამომადგა ეხლა ეს
0 1 3