x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქართველოს ხეირი რუსულ-თურქული ეკონომიკური ომისგან?-"ხილი და ბოსტნეული აწი სომხეთიდან და საქართველოდან წამოვა"
imageროგორც „როსსელხოზნადზორის“ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსეი ალექსეენკომ განაცხადა, თურქეთის მიმართ გატარებული სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებები აშკარად გაახარებს ჩვენს სხვა მეზობლებს, ამიერკავკასიის ქვეყნებს, სომხეთმა ძალიან პოზიტიურად შეაფასა ეს მოვლენა, აგრეთვე საქართველომ და აზერბაიჯანმაც.


თურქეთიდან ხილის და ბოსტნეულის შემოტანა აიკრძალება რამდენიმე კვირის შემდეგ, -განაცხადა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე რუსეთის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა და მისმა მოადგილემ არკადი დვორკოვიჩმა.


უფრო ადრე შაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებების გატარების შესახებ თურქეთთან მიმართებაში.


პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა განსაზღვროს იმ თურქული საქონლის ცალკეული სახეობები, რომლის იმპორტიც აკრძალება რუსეთში.მათ შორის იქნება: ხილი და ბოსტნეული, ხორცპროდუქტები და ზღვის პროდუქტი, რძე და რძის
ნაწარმი.


ამ საქონლის ჩანაცვლებას რუსეთი აპირებს ადგილობრივი წარმოების გაფართოების ხარჯზე და საქართველოდან, სომხეთიდან და ირანიდან პროდუქციის იმპორტის გაზრდით.

image

როგორც „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენელი ალექსეი ალექსეენკო აცხადებს, რუსი მომხმარებელი ბოსტნეულისა და ხილის ნაკლებობის ნამდვილად ვერ იგრძნობს.


" ამ სიახლემ უდავოდ გაახარა ჩვენი სხვა მეზობლები: ამიერკავკასიის ქვეყნები –
სომხეთი, ძალზე პოზიტიურად შეხვდა ამ ამბავს საქართველო და აზერბაიჯანი,
ირანიც მზადაა ნამდვილად მაღალი ხარისხის პროდუქცია გამოაგზავნოს რუსულ ბაზარზე“-აღნიშნა ალექსეენკომ.

imageრუსეთი მზადაა უარი თქვას თურქეთიდან ხორცის და რძის პროდუქტების შემოტანაზე.




თუმცა საქართველო სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აცხადებს, რომ
რუსეთში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტის გაზრდაზე მოლაპარაკება
არ მიმდინარეობს.

„არ მგონია, რომ ამას ვინმემ ხელი შეუწყოს ან უხაროდეს აღნიშნული
დაძაბულობა ამ ქვეყნებს შორის. ეს არის ორი ძლიერი ქვეყანა რეგიონში და
მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის იყოს კარგი ურთიერთობა. ვფიქრობთ,
საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დროზე
მოხდეს ამ კონფლიქტის დარეგულირება. რაც შეეხება საქართველოს, არც ერთი
ქვეყნის კეთილდღეობა არ უნდა იყოს აგებული რომელიღაც ქვეყნის გამოწვევებზე.
ჩვენ არ გვქონია დამატებით კონსულტაცია რომელიმე ქვეყანასთან გამომდინარე
იმ მოვლენებიდან, რაც ხდება რუსეთსა და თურქეთს შორის“, – განაცხადა
დანელიამ.

მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობა ამ ერთი კვირის წინ დაიძაბა, როდესაც თურქულმა მხარემ ჩამოაგდო რუსული გამანადგურებელი Су-24, ხოლო ერთ-ერთი პილოტი კატაპულტირების დროს დახვრიტეს.პუტინმა თურქეთის ამ ნაბიჯს უწოდა- "ზურგში ჩარტყმა ტერორისტების თანამზრახველებისაგან."


თავის მხრივ თურქეთმა რუსეთი საჰაერო სივრცე დაარღვევაში დაადანაშაულა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ" მსგავსი მდგომარეობა დღეს რომ განმეორდეს, იგივე ფორმით ვიმოქმედებთ როგორც მაშინ.”

0
1120
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0