x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
2016 წლიდან საქართველოში მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება - შსს-ს პროექტს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ

image საქართველოში საგზაო ტრანსპროტის უსაფრთხოება და ეკო პოლიტიკა - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი განიხილეს დღეს მთავრობის წევრებმა სხდომაზე.

მას შემდეგ, რაც მთავრობის წევრები შეთანხმდებიან თარიღზე, საქართველოში აიკრძალება მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, ძალიან მძიმეა სტატისტიკა, როგორც ავტო საგზაო შემთხვევების, ასევე საქართველოში მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტის შესახებ.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველო მე-3 ქვეყანაა, სადაც 50 პროცენტს აჭარბებს მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტის ოდენობა.

მინისტრის განმარტებით, რეგულაციები არ შეეხებათ იმ პირებს, ვისაც მარჯვნივ საჭიანი ავტომობილები უკვე რეგისტრირებული ყავთ.

არასამთავრობო ორგანიზაციაეკო ტრანსპორტცენტრიერთ-ერთი იყო ვინც, პროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღო. ცენტრში აცხადებენ, რომ პროექტი არაკონსტიტუციურია და დამტკიცების შემთვევაში ისინი სარჩელით სასამართლოს მიმართავენ.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ 150 ლარიანი გადასახადია. მესამე სექტორში ამბობენ, რომ პროექტის მიხედვით იმ ავტომობილების მფლობელებისთვის რომლებსაც, მანქანაზე საჭე გადატანილი აქვთ, ეგრედ წოდებული ფირნიშის ტარება იქნება სავალდებულო, რაც 150 ლარი ეღირება.

შინაგაგნ საქმეთა სამინიტროს ახალი პროექტი უკვე ცნობილია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. მმართველ გუნდში პოზიციები არაერთგავროვანია.

ძალოვანი უწყების მიერ მომზადებულ პროექტს აკრიტიკებენ ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრობაში აცახდებენ, რომ ცვლილებები ძრითადად გაჭირვებულ მოსახლეობაზე აისახება.image

0
312
2-ს მოსწონს
ავტორი:გიო სტურუა
გიო სტურუა
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0