x
image
K.P.
სოზარ სუბარს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის?
image
სამტრედია-აბაშის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მინისტრ სოზარ სუბარის ავტომობილი და ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად 68 წლის ემზარ ხონელიძე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტს სოზარ სუბარი არ უარყოფს. მის ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე მინისტრის განცხადებას ვრცელდება:"დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მწუხარებას გამოთქვამს ემზარ ხონელიძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

გუშინ, გვიან ღამით სამტრედია-აბაშის გზაზე დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა მეორე ავტომანქანის მძღოლი 68 წლის ემზარ ხონელიძე."

მომხდარ ფაქტს ეხმაურება მინისტრის მეუღლეც: "უბედურება დაგვატყდა თავს, არავინ ვართ შემთხვევითობისგან დაზღვეულები... გუშინ ღამით, წვიმიან ამინდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშაში, სოფელ მარანში რკინიგზის გადასასვლელთან. ავტოსაგზაო შემთხვევას ემხვერპლა 68 წლის ემზარ ხონელიძე. დედაჩემის სახელთან ერთად მის სახელს ყოველთვის მოვიხსენიებ ლოცვებში. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს.


სოზარი მივლინებით მიდიოდა სამეგრელოში. მძღოლი და სოზარი მსუბუქად არიან დაშავებულები".

ვინ მართავდა ავტომობილს, მინისტრი თუ მძღოლი? თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომობილს თავად მინისტრი მართავდა, თუმცა შესაძლოა ეს მხოლოდ ჭორი იყოს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეს ყველაფერი არ იკვეთება.

გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, -ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ელის თუ არა სოზარ სუბარს 4-დან 7 წლამდე პატომრობა?!

1. უნდა დამტკიცდეს, რომ საჭესთან მინისტრი იჯდა.

2. აუცილებელია დადგინდეს, რომ სოზარ სუბარის მანქანა შეეჯახა ტაქსს.

3. აუცილებლად უნდა დადგინეს, მინისტრის ბრალეულობა. (მაგ: ის რომ, ავარია მოხდა მისი უყურადღებობით, თვითიმედოვნებით... და შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის თავიდან აცილება).

ამ სამივე პუნქტის დამტკიცების შემდგომ მინისტრი პასუხისგებაში მიეცემა, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დასადგენია...

2
3471
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
3471
  
2015, 8 დეკემბერი, 15:20
მართალი ხარ.ეგ არის ლოთი.თვითონ იჯდებოდა რულზე და ახლა თავის მძღოლს ტენის.არაკაცი და ლოთია.
2015, 3 დეკემბერი, 10:56
ისედაც საშინელებააა ადამიანის "მკვლელობით" ცხოვრება, თუ დამტკიცდა, რომ ამ ავარიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და მოძრაობის წესებს არ არღვევდა მძღოლი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის სასჯელი თავისუფლების აღკვეთა არ უნდა იყოს. შემთხვევისობისგანა რავინ ვართ დაზღვეულები .
0 1 2