სიახლეები როგორ გავწმინდოთ მანქანის გაყინული მინა - უმარტივესი მეთოდი მძღოლებისთვის 2015, 2 დეკემბერი, 14:02
უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ზამთრის ავარიათა 10% სწორედ იმის გამო ხდება, რომ მძღოლმა წინა მინა სრულად არ გაწმინდა ყინულისგან და, შესაბამისად შეიზღუდა ხილვადობა. საბენიეროდ, ამ პრობლემის გადაჭრა საკმაოდ მარტივად შეიძლება სახლის პირობებში დამზადებული სითხის საშუალებით: დაგჭირდებათ: 1. 1 წილი სპირტი 2. 2 წილი წყალი 3. ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი სითხე (ნებისმიერი) ყველაფერი ერთად მოათავსეთ პულველიზატორიან ბოთლში და შეასხურეთ გაყინულ მინას. ყინული თვალის დახამხამებაში გაქრება. ეს ყველაფერი უფრო დეტალურად შეგიძლიათ ვიდეოზეც იხილოთ: 6445 4-ს მოსწონს
|