x
image
ციცი
Mediator image
"მის სამყარო 2015"-ზე საქართველოს ჯანეტ ქერდიყოშვილი წარადგენს
image
"იმიჯ ცენტრის" მოდელი და "მის საქართველო 2011" ულამაზესი ჯანეტ ქერდიყოშვილი საქართველოს სახელით მონაწილეობას ღებულობს "მის სამყარო 2015"-ში, რომელიც გაიმართება 20 დეკემბერს, ლას-ვეგასში.

ჯანეტს მოსკოვში გამართულ "მის სამყარო 2013"-ზეც უნდა წარედგინა საქართველო, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მან ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება.

როგორც მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, ჯანეტი ხარკოვის საავადმყოფოში იქნა გადაიყვანილი. დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის მიუხედავად, კონკურსზე გამგზავრება მაინც ვერ შეძლო, რადგან ასეთი სახის კონკურსები მონაწილეებისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და იმ ეტაპზე, ჯანეტის ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უმჯობესი იყო, რომ კონკურსზე არ გასულიყო. ზოგი ამ სიტუაციას პოლიტიკას უკავშირებდა. თუ რა პრობლემა ჰქონდა ჯანეტს, ამაზე "იმიჯ ცენტრის" ხელმძღვანელობა არ საუბრობდა და მედიას თხოვნით მიმართავდა, რომ პოლიტიკური კუთხით ნუ ეცდებოდნენ ჯანეტის მდგომარეობის გამოყენებას, რადგან ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცით ჯანეტის კონკურში არ მონაწილეობას პოლიტიკური მოტივით ხსნიდნენ.

ჯანეტ ქერდიყოშვილი ლას-ვეგასში სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ხუთი ჩანთით გაემგზავრა.image
როგორც ჯანეტმა აღნიშნა, მას მოსამზადებლად ძალიან მცირე დრო ჰქონდა, კონკურსის ყველა ხარჯის დაფარვა საკუთარი ფინანსებით მოუწია. არცერთი სამინისტრო არ დაეხმარა მას ამ საერთაშორისო კონკურსზე გამგზავრებასა და ორგანიზაციაში.


ჯანეტ ქერდიყოშვილს კონკურსამდე რთული დღეები ელის, მოსამზადებელ პერიოდში ძალიან დატვირთული გრაფიკი ექნება.

წარმატებები ვუსურვოთ ჯანეტს, ღირსეულად წარედგინოს საქართველო "მის სამყარო 2015"-ზე და გამარჯვებულის ტიტულით დაბრუნებულიყოს!imageimageimageimageimage

0
246
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0