x
image
natia.a
როგორ არ უნდა ჩავიცვათ ზამთარში - 10 პოპულარული რამ, რაც უმჯობესია დავივიწყოთ!

image
ზამთარი უკვე "ოფიციალურად" შევიდა ძალაში, შესაბამისად იწყება სიცივეები და ფიქრი იმაზე, რა ჩავიცვათ სუსხიან ამინდში ისეთი, რომ გაგვათბოს კიდეც და მოდურადაც გამოვიყურებოდეთ. როგორც წესი, ამ დროს მოდის მიმდინარე ტრენდებს გადავხედავთ ხოლმე. მეგრამ, ალბათ არანაკლებ საინტერესო იქნება ის ერთგვარი ანტიტრენდები, რომლებიც უგემოვნობასა ან უადგილობაზე მიუთითებენ, თუმცა რატომღაც ძალიან ხშირად ვლიდება "მოდას აყოლილ" საზოგადოებაში.

ამიტომ, ჟურნალ Cosmopolitain-მა გამოაქვეყნა ზამთარში 10 ყველაზე პოპულარული სამოსის ჩამონათვალი, რომელთა არსებობაც უმჯობესია საერთოდ დავივიწყოთ.

1. "საყვარელი" ქუდი
image

"ყურებიანი" და "კუდიანი" ქუდები ნაქსოვი ყვავილებითა თუ სხვა "საყვარელი" ვარიანტებით, ზრდასრულ ადამიანზე სიმართლე რომ ითქვას საკმაოდ უცნაურად გამოიყურება და ერთადერთ კითხვას ბადებს: ნეტავ თუ ახსოვს მის მფლობელს, რომ უკვე დიდი ხანია საბავშვო ბაღის ასაკიდან გამოვიდა?

2. ნაქსოვი ხელთათმანები თითების გარეშე
image

მათი ფუნქციონალობა უკიდურესად საეჭვოა - ხელები მაინც გვეყინება; ვიზუალურად კი XVIII საუკუნეში ქუჩის მოვაჭრეთა და მეყვავილეთა სტილს გვახსენებს. ითვლება, რომ სწორედ მათ მოიფიქრეს გარდერობის ეს ელემენტი, რათა მონეტების დათვლა უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო. თუ მაინცდამაინც პარიზელი კლოშარის როლის გათავისება არ გსურთ, უმჯობესია შეიძინოთ თბილი და ლამაზი ხელთათმანები ან თათმანები.

3. უგები ქალაქში
image

უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ უგები არ არის ქალაქში, მით უმეტეს სამსახურში სიარულისთვის განკუთვნილი. თუმცა ამას ცოტა თუ ითვალისწინებს და სრულიად უფორმო, ხშირად გაცვეთილი უგები ქალაქის ქუჩებში სულ უფრო მრავლად ჩანს, თუნდაც ყინვიანი ამინდიც არ იყოს.
4. თეთრი ჩექმები
image

საინტერესოა, ვის მოუვიდა აზრად ზამთრისთვის თეთრი ფერის ჩექმის, განსაკუთრებით მაღალქუსლიანი და ე.წ. ბოტფორტი ჩექმის მოფიქრება. ბერი პროფესიონალი თანხმდება იმაზე, რომ ზამთრისთვის ფეხსაცმლის ამაზე მეტად უგემოვნო ვარიანტი, რომელიც არაფერს არ ეხამება, ძნელი საპოვნელია.

5. ბეწვის უსახელო ჟილეტები
image

ცხადია, არსებობს ბეწვის ჟილეტები, რომლებსაც სრული უფლება აქვს თქვენს გარდერობში ფიგურირებდეს და საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება. მაგრამ ამგვარი ჟილეტების "კლანის" საუკეთესო წარმომადგენლების ტარებაც კი არ ღირს ზამთარში. პირველ რიგში იმიტომ, რომ უადგილოდ, სეზონისთვის შეუფერებლად გამოიყურება და, რაც მთავარია, არ გათბობთ (თუ რა თქმა უნდა თავში არ მოგივათ ისეთი "გენიალური" აზრი, როგორიცაა ბეწვის ჟილეტის დუტის ქურთუკზე ჩაცმა). განსაკუთრებით საშინლად გამოიყურება ჟაკეტები, რომლებზეც ქაოტურად, ბღუჯა-ბღუჯა არის მიწებებული უცნობი ცხოველის ბეწვი, ცხოველისა, რომელიც ამ "საცოდაობას" უაზროდ შეეწირა.

6. ხორცისფერი კოლგოტები
image

ხორცისფერი კოლგოტები ზამთარში კოგნიტიურ დისოსნანსს იწვევს - "შიშველი" ფეხები ზამთრის ყინვიან ამინდში ძალიან უცნაურად გამოიყურება, განსაკუთრებით ჩექმებთან, უგებთან თუ დუტის ქურთუკთან ერთად. ამასთან, თხელი კაპრონის კოლგოტები სუსხიან და ყინვიან ამინდში არც თუ ისე კარგი ვარიანტია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

7. "ელექტრიკი" ფერის/მხიარულ პრინტებიანი დუტის ქურთუკი
image

ზამთარი ისედაც უფერულია, ამიტომ უმჯობესია კაშკაშა ფერებით გავახალისოთ - ბევრი ალბათ სწორედ ასე ფიქრობს. მაგრამ არა! ასეთმა მიდგომამ არამც და არამც არ უნდა მიგიყვანოთ ე.წ. "ელექტრიკი" ფერის და "მხიარული", ყვავილების, ხილის და ა.შ პრინტებიანი ქურთუკის ყიდვამდე. ე.წ. "მარკერის" ფერების სიჭარბე ადვილად აიაფფასებს ნებისმიერ, განსაკუთრებით ზამთრის ლუკს.

8. ე.წ. Павловопосадский შარფი
image

ე.წ. Павловопосадский შარფი რამდენიმე წლის წინ ისევ დაბრუნდა მოდაში და ძალიან ბევრმა თითქმის ყველანაირ სამოსზე დაიწყო მისი მორგება. სინამდვილეში ეს აქსესუარი სერიოზულ სტილიზებას მოითხოვს: მაგალითად დუტის ქურთუკთან მისი ტარება სრულიად შეუსაბამოა. თუ მაინც ძალიან გიყვართ ეს აქსესუარი და ვერ ელევით მას, მაშინ რუსული მოდის ლუკებით უნდა იხელმძღვანელოთ.

9. ვიწრო ჩექმებში ჩატანებული ჯინსები
image

ცხადია, ვიწრო ჯინსებისა და ჩექმების ყველა კომბინაციას აქ არ ვეხებით, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით უნდა ითქვას - ცისფერი ჯინსებისა (ხშირად მუხლებზე გამოთეთრებული) და შავი, მაღალქუსლიანი ჩექმების დუეტი, ფეხებისთვის საშინელი ზეწოლაა, კილოგრამებსაც გმატებთ და ლამაზადაც არ გამოიყურება.

10. ქუდის, შარფისა და ხელთათმანების კომპლექტი
image

ამგვარი სამეულის შეძენა და თან ფიქრი იმაზე, რომ ასე უფრო ხელსაყრელია, სინამდვილეში მხოლოდ თავის მოტყუებაა. შედეგად გამოიყურებით ან როგორც ბავშვი, რომელსაც ზამთრის გარდერობი მზრუნველმა დედიკომ შეუდგინა, ან კიდევ, როგორც უკიდურესად ზარმაცი გოგო. ამიტომ შეეცადეთ ჰარმონიულად შეუხამოთ ერთმანეთს ქუდები, შარფები და ხელთათმანები და ნუ შეიძენთ გამზადებულ, სამეულებს.



შეგახსენებთ, რომ ეს უბრალოდ ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალის მიერ შემოთავაზებული რჩევები იყო. სინამდვილეში, ცხადია ყველას აქვს უფლება საკუთარი გემოვნების მიხედვით ჩაიცვას, მთავარია, ზამთრის სუსხიან დღეებში არჩეულმა ტანსაცმელმა სამი ძირითადი ფუნქცია შესარულოს: გაგვათბოს, მოგვიხდეს და კომფორტული იყოს.



3
1351
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1351
  
2015, 2 დეკემბერი, 12:55
როგორც ყოველთვის საინტერესო და სასარგებლო სტატიაა! ძალიან მომეწონა!
2015, 2 დეკემბერი, 12:33
გაიხარე, დიდი მადლობა.
2015, 2 დეკემბერი, 11:31
ძალიან მომეწონა და ვეთანხმები შენს სტატიას ! ძალიან კარგია
0 1 3