x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თაფლის ნამცხვარი გულსართით
თაფლის ნამცხვარი გულსართით



მასალა კრემისთვის:


რძე — 500 მლ.
კვერცხი — 3 ცალი
ფქვილი — 3 ს. კ.
სახამებელი — 1 ს. კ.
ვანილინი — 1, 5 გრ.
შაქარი — 150 გრ.
კარაქი — 150 გრ.


მასალა ცომისთვის:



კვერცხი — 1 ცალი

შაქარი — 150 გრ.

თაფლი — 3 ს. კ.

კარაქი — 50 გრ.
რძე — 2 ს. კ.
სოდა — 1 ჩ. კ.

ძმარი — 1 ს. კ.
ფქვილი — 450 გრ.


გულსართი:


გარგრის ჯემი (ან ხილის პიურე) – 1 ჭიქა


შოკოლადის მინანქარი – გემოვნებით


მომზადება:


1. თავდაპირველად მოამზადეთ კრემი: ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > დაამატეთ ფქვილი და სახამებელი > დაამატეთ რძე > დადგით ცეცხლზე და რომ წამოდუღდება, ცეცხლს დაუწიეთ. ხარშეთ ნელ ცეცხლზე გასქელებამდე, თან სულ ურიეთ > გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ ვანილინი > გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.

2. ცომის მოსამზადებლად: ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > შეათქვიფეთ თაფლი, კარაქი, რძე, სოდა ძმრით > ყველაფერი კარგად ათქვიფეთ > დადგით ორთქლის აბაზანაზე 15-20 წთ. თან სულ ურიეთ.

3. ცეცხლიდან რომ გადმოდგავთ, მაშინვე დაამატეთ ფქვილი. ცომი თავიდან თხელი იქნება, მაგრამ ზედმეტად ფქვილს ნუღა დაამატებთ. დააცადეთ 20–25 წუთი და ცომი გამაგრდება.

4. გაყავით ცომი 4 ნაწილად > გააბრტყელეთ ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე > გამოაცხეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
5. ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და ნელ-ნელა, თითო სუფრის კოვზის დამატებით, შეათქვიფეთ კრემის მასა.
6. ერთმანეთზე დაალაგეთ გამომცხვარი ფენები და გვერდები ჩამოაჭერით, გაუსწორეთ > ჩამონაჭრები დაფხვენით.

7. პირველ ფენაზე კრემის ნახევარი მოათავსეთ და გადაასწორეთ > ზემოდან დაადეთ მეორე ფენა > გადაუსვით ჯემი > შემდეგ ისევ ფენა > გადაუსვით კრემი > ისევ ფენა > გვერდებზე მოაყარეთ ნამცხვრის ნაფხვენი > ზემოდან გადაასხით შოკოლადის მინანქარი.

ნამცხვარი 2-3 სთ. ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, რომ კრემი გაუჯდეს და 10-12 სთ. მაცივარშ შეინახეთ. ნამცხვარი II დღეს უფრო გემრიელია.

გემრიელად მიირთვით!

0
645
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
645
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0